Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 64%-ით იკლო

ნახვები: 831 პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 64%-ით იკლო

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მიმდინარე წლის I კვარტალში 201.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც წლიურად 64.4%-იანი კლებაა.

ეს მაჩვენებელი პირველი კვარტლისთვის პანდემიის პერიოდის (2020-2021) შემდეგ ყველაზე დაბალია. ასევე საგულისხმოა, რომ გასული ორი წლის პირველ კვარტალებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ნახევარ მილიარდს აჭარბებდა.

გასულ კვარტალში კი კლება დაფიქსირდა სამივე კომპონენტში - სააქციო კაპიტალში (-78%), რეინვესტიციაში (-51%) და სავალო ვალდებულებებში (-8%).

ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თურქეთი - 42.4 მლნ. დოლარი (21%)
  • ჩეხეთი - 41.5 მლნ. დოლარი (20.6%)
  • აშშ - 33.7 მლნ. დოლარი (16.7%)
  • ნიდერლანდები - 32.3 მლნ. დოლარი (16%)
  • მარშალის კუნძულები (ოფშორი) - 22.3 მლნ. დოლარი (11%)

ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა - 78.7 მლნ. დოლარი (39.1%), მეორე ადგილზეა ვაჭრობის სექტორი - 39.5 მლნ. დოლარით (19.6%), ხოლო მესამეზე ტრანსპორტის სექტორი 38.8 მლნ. დოლარით (19.3%).

საგულისხმოა, რომ პირველ კვარტალში უარყოფითი FDI აქვს საფინანსო სექტორს, რაც ამ სექტორისთვის დამახასიათებელი არ არის და გასულ წლებში, მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით სწორედ ეს სექტორი იყო ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე. ბოლოს სექტორში უარყოფითი მაჩვენებელი 2019 წლის მეორე კვარტალში და 2016 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა