ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

09.09.2024 ნახვები: 483

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლები და პირობები.

კერძოდ, გენეტიკური პროფილის შენახვით დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, ბიუროს ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა. კანონპროექტის მიღების შედეგად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეინახება გენეტიკური პროფილები.

მთავრობის ინიცირებული კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცვლილებების შეტანას კიდევ რვა თანმდევ კანონში მოითხოვს, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

„ქვეყანაში დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას რამდენიმე მიზანი ექნება. პირველ რიგში, ეს არის დანაშაულის პრევენცია, დანაშაულის გახსნა და გამოძიება, ასევე დაკარგული პირების იდენტიფიცირება. დღეის მდგომარეობით, გარკვეული ფორმით ეს მონაცემები არსებობს. ბუნებრივია, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ხდება დნმ-ის მონაცემების შეგროვება. ამასთან, როდესაც ადამიანი საკუთარი სურვილით აკეთებს დნმ-ის ტესტს, ამ შემთხვევაში, ეს მონაცემებიც არსებობს, თუმცა ერთიანი სტრუქტურიზებული ფორმა არ აქვს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ სწორედ ამ კანონპროექტით დარეგულირდეს მსგავსი ბაზის არსებობა. რა თქმა უნდა, ეს ბაზა შეიქმნება სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ბაზაზე. ძირითადად მონაცემების აღება მოხდება ბრალდებულებისგან და მსჯავრდებულებისგან. ეს არ იქნება იძულებითი ფორმის. თუკი მათ აქვთ სურვილი, ამ შემთხვევაში, მოხდება მათი მხრიდან მონაცემების აღება. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეზე, როდესაც მაგალითად გვამიდან თუ კონკრეტული ფიზიკური პირებისგან ან კონკრეტული ნივთიდან მოხდება ნიმუშების აღება, ბუნებრივია, ეს მონაცემებიც შეინახება. გარდა ამისა, ნებისმიერ პირს ექნება უფლება, ჩააბაროს მონაცემები და ეს მონაცემები შევიდეს ერთიან ბანკში. ჩვენ შევინახავთ არა უშუალოდ ბიოლოგიურ ნიმუშს, არამედ ამ ბიოლოგიური ნიმუშიდან გამოყვანილ გენეტიკურ პროფილს. როგორც კი გენეტიკური პროფილი გამოვა, ბიოლოგიური მასალა დაუყოვნებლივ განადგურდება“, – განაცხადა დარახველიძემ.

კანონპროექტით განსაზღვრულია მონაცემების შენახვის ვადებიც. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების პროფილი შეინახება 75 წლის განმავლობაში, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 50 წლის ვადით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 30 წლის ვადით. განსხვავებული ვადები წესდება არასრულწლოვნებისთვის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული არასრულწლოვნების პროფილი შეინახება 30 წლის განმავლობაში, მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 10 წლის მანძილზე.

კანონპროექტის მიხედვით, ბრალდებულისგან თუ ნიმუში აიღეს და პირი გამართლდა, მისი გენეტიკური პროფილი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.

„2025 წლის პირველი იანვრიდან ვგეგმავთ აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედებას. დამატებით საჭირო იქნება მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომელიც კონკრეტულ პროცედურულ საკითხებს დაადგენს, რაც მნიშვნელოვანია ამ ბაზის ფუნქციონირებისათვის. საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია. ბაზის ფორმირება დაახლოებით 15 მილიონამდე დაჯდება. გვაქვს იმედი, რომ ნაწილი დონორული მხარდაჭერით განხორციელდება, ნაწილი კი, საბიუჯეტო დაფინანსების წყალობით. საბოლოო ჯამში, ეს მოგვცემს იმას, რომ წლების მანძილზე სახელმწიფოს ექნება მონაცემთა ბაზა, რაც ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს დანაშაულზე რეაგირება, დანაშაულის სწრაფი გამოვლენა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, დაკარგული პირების იდენტიფიცირების კუთხით“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა