პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

გია ჯაფარიძე - ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღარ არის ცარიელი განცხადებების კეთების დრო

ნახვები: 630 გია ჯაფარიძე - ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღარ არის ცარიელი განცხადებების კეთების დრო

ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღარ არის ცარიელი განცხადებების კეთების დრო, დადგა დრო, რომ ისინი გადავიდნენ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ჯაფარიძემ ბრიფინგზე 4 ბარიერგადალახული პარტიის წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებულების გათავისუფლებასთან და ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნები ძალაში რჩება.

ამასთან, ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ საქართველოს შეუჩერდა ევროპის კავშირთან უვიზო მიმოსვლა, ეს თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ დამსახურება იქნება.

„ძალაში რჩება ჩვენი მთავარი მოთხოვნები. პირველი - ყველა დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა მათგანი არის პოლიტიკური პატიმარი. არც ერთი დაკავებული ადამიანის წინააღმდეგ არ წარმოუდგენია ხელისუფლებას არც ერთი არგუმენტი, რის გამოც შეიძლება, რომ ისინი დაკავებული ჰყავდეთ, მათ შორის, ის 5 ადამიანი, რომელიც აიყვანეს ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისიდან. არც ერთ დაკავებულს არ აქვს ჩადენილი რაიმე სახის ისეთ ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მეორე - ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების შესახებ. ხელახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. მესამე - ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღარ არის ცარიელი განცხადებების კეთების დრო, დადგა დრო, რომ ისინი გადავიდნენ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა