პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ფიცო ირჩევს მოსკოვს ამერიკისა და სხვა პარტნიორების ნაცვლად

ნახვები: 635 ვოლოდიმირ ზელენსკი - ფიცო ირჩევს მოსკოვს ამერიკისა და სხვა პარტნიორების ნაცვლად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, ირჩევს რა მოსკოვს დასავლელი პარტნიორების ნაცვლად, რუსული გაზისთვის დამოუკიდებლობით და სუვერენიტეტით იხდის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„სლოვაკეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის საყურადღებოდ: რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტს, კერძოდ ევროპაში. ეს არის ის, რაც საჭიროა უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის - მეტი ენერგორესურსები პარტნიორებისგან ევროპისთვის. ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის საფასური უნდა გადაიხადოთ ფულით, მაგრამ რუსული გაზის საფასური უნდა გადაიხადოთ არა მხოლოდ ფულით, არამედ დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით. ევროპაში ბევრმა უკვე გაიარა ეს და აირჩია საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ უკვე თქვა უარი რუსულ გაზზე სუვერენიტეტის შენარჩუნების სასარგებლოდ, თუმცა, ფიცომ სხვა გზა აირჩია - ორიენტირება მოსკოვზე მოახდინა და არა აშშ-სა და სხვა პარტნიორებზე, რომლებიც გაზს კომერციული პირობებით სთავაზობენ.

„ბატონი ფიცო ირჩევს მოსკოვს ნაცვლად ამერიკისა და სხვა პარტნიორებისა, რომლებსაც შეუძლიათ მის ქვეყანას გაზი კომერციული პირობებით მიაწოდონ. ეს მისი შეცდომაა. ევროპაში ყველა უნდა იყოს წინდახედული და განავითაროს ურთიერთობები, რომლებიც აძლიერებს ჩვენს ერებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ გუშინ, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის მტერია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა