ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას
Drone debris falls on residential building in Kyiv's Solomianskyi district
Head of Ukraine's Mission to NATO visits JATEC center
NATO-Ukraine Center outlines priorities for 2026
Ukrainian F-16 pilots successfully adapted tactics to realities of war with Russia - Turkish media
Iranian minister: All those who take part in protests and are arrested after January 8 are criminals
Parubiy, Trump, and Shevchenko: most popular articles on Ukrainian Wikipedia in 2025
Greenland appeals to the UK Parliament for help

პეტრე ცისკარიშვილი - ივანიშვილის ვერტიკალი იშლება

30.01.2025 ნახვები: 559

ივანიშვილის ვერტიკალი იშლება და ხელოვნური წახალისების მექანიზმები მოიფიქრეს , - ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა მაღალჩინოსნების ღირსების ორდენით დაჯილდოება.

პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ხელისუფლება, „როგორც პოლიტიკურად უმწიფარი ბავშვი, ისე ჯიბრში უდგება საერთაშორისო საზოგადოებას“.

„ამ დაჯილდოებას აქვს ორი მნიშვნელოვანი ასპექტი: პირველი, როგორც ჩანს, ივანიშვილის ვერტიკალი იშლება და ეს ხელოვნური წახალისების მექანიზმები მოიფიქრეს იმისთვის, რომ მეტი ნდობა იყოს და უფრო მეტად განიმტკიცონ თავიანთი გარემოცვა ისევე, როგორც რიგითი მხარდამჭერები.

მეორე, როგორც პოლიტიკურად უმწიფარი ბავშვები, ისე ჯიბრში უდგებიან საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან ბოროტების განსახიერება ყველა დანარჩენის თვალში, „ქოცებისგან“ არიან დაჯილდოებულები“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ. მათ ღირსების ორდენი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა