პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

საია-ს თავმჯდომარე - „ფეისბუქზე“ გამოხატული მოსაზრებების გამო ჩხრეკა, დაკავება და საქმის წარმოება ახალ ნიშნულზე ავიდა

ნახვები: 630 საია-ს თავმჯდომარე - „ფეისბუქზე“ გამოხატული მოსაზრებების გამო ჩხრეკა, დაკავება და საქმის წარმოება ახალ ნიშნულზე ავიდა

Facebook-ზე გამოხატული მოსაზრებების გამო ჩხრეკები, დაკავება და საქმის წარმოება ახალ ნიშნულზე ავიდა, - ამის შესახებ ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც შსს-ს მიერ დღეს სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

როგორც ქურდოვანიძე აღნიშნავს, როგორც ჩანს, ამ პრაქტიკის გამოყენება უფრო ინტენსიური გახდება.

ეს ტენდენცია უკვე გამოკვეთილი იყო 2023 წლიდან, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აფასებდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებებს პოსტის თუ ვიდეოს სახით, რასაც საერთო სასამართლოებიც იზიარებდნენ.

მაგალითად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო სამართალდამრღვევად ცნო და 2500 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ აღნიშნა, რომ „სოციალური ქსელი, მათ შორის „ფეისბუქი“, წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები, ხოლო რაც შეეხება საზოგადოებრივ წესრიგს, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ეს არის საზოგადოების წევრთა ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ საზოგადოების სიმშვიდეს და გამოხატულებას პოვებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში.“

სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ასევე კურიერი, რომელმაც სოციალურ ქსელ Tik-Tok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“. ვიდეოჩანაწერში იგი გამოხატავდა მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ. ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც გააგზავნა საია-მ.

როგორც ჩანს, ამ პრაქტიკის გამოყენება უფრო ინტენსიური გახდება“, - წერს ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა