4-მა პოლიციელმა მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ ჩვენება იდენტური ტექსტით მისცა.
„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის დაკავების მოწმე პოლიციელები: დავით ანთაძე, არჩილ ანთაძე, ვახტანგ ბოლქვაძე და ცოტნე ქართველიშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელმა, გურამ დიასამიძემ 23 იანვარს გამოკითხა.
პოლიციელების გამოკითხვის ოქმების თანახმად, იდენტურია ქრონოლოგია, თხრობის მანერა და სიტყვები.
გამოკითხვის ოქმის თანახმად, ვახტანგ ბოლქვაძე ამბობს:
„ირაკლი დგებუაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ რამდენიმე წუთის წინ დაკავებული 2 მოქალაქის მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რადგან ისინი იგინებოდნენ პოლიციის თანამშრომლების მისამართით და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
როდესაც ირაკლი დგებუაძე აკეთებდა ამ განმარტებას აქციის მონაწილეებთან, ამ დროს მასთან ახლოს, მის წინ მდგომი ორი ქალბატონი, ერთ ქალბატონს ჰქონდა მოწითალო შეფერილობის თმა, ხოლო მეორეს შავი ფერის უკან შეკრული თმა. ეს უკანასკნელი გახლავთ მზია ამაღლობელი. ისინი გამოხატავდნენ ირაკლი დგებუაძის და ზოგადად პოლიციელთა მიმართ აგრესიას, კერძოდ ხმამაღლა საუბრობდნენ და ითხოვდნენ დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას. ირაკლი დგებუაძემ გაკეთებული განმარტების შემდეგ დააპირა გვერდით გასვლა, რა დროსაც მასთან მდგარი ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის უკან შეკრული თქმა, ხელით წვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმული პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა ძლიერად თავისკენ. ირაკლი დგებუაძე ამ მოქაჩვის შემდეგ მიტრიალდა სახით აღნიშნული ქალბატონისკენ და სწორედ ამ დროს ხსენებულმა ქალბატონმა მარცხენა გაშლილი ხელით დაარტყა ირაკლი დგებუაძის მარჯვენა ლოყა-ყურის არეში.
აღნიშნული ქალბატონი პოლიციელების, ბერდია ფერაძისა და გიორგი ბჟალავას მიერ ადგილზევე იქნა დაკავებული და ის შეიყვანეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში. ეს დაკავებული ქალბატონი აღმოჩნდა მზია ამაღლობელი”.
არჩილ ანთაძის ჩვენება:
„ირაკლი დგებუაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ რამოდენიმე წუთის წინ დაკაგებული ორი მოქალაქის მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რადგანაც ისინი იგინებოდნენ პოლიციის თანამშრომლების მისამართით და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
ამ დროს მასთან ახლოს, მის წინ მდგომი ორი ქალბატონი, ერთ ქალბატონს ჰქონდა მოწითალო შეფერილობის თმა, ხოლო მეორეს შავი ფერის უკან შეკრული თმა. ეს ქალბატონები გამოხატავდნენ ირაკლი დგებუაძის და ზოგადად სამართალდამცავთა მიმართ აგრესიას, ხმამაღლა ესაუბრებოდნენ მათ და ითხოვდნენ დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას.
ირაკლი დგებუაძემ განმარტების შემდეგ დააპირა გვერდით გასვლა, რა დროსაც მის სიახლოვეს მდგარმა ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის უკან შეკრული თმა, მარცხენა ხელით წვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა თავისკენ. ირაკლი დგებუაძე მიტრიალდა სახით აღნიშნული ქალბატონისკენ, რა დროსაც მზია ამაღლობელმა მარცხენა გაშლილი ხელით დაარტყა ირაკლი დგებუაძის მარჯვენა ლოყა-ყურის მიდამოში.
აღნიშნული ქალბატონი პოლიციელების, ბერდია ფერაძისა და გიორგი ბჟალავას მიერ ადგილზევე იქნა დაკავებული და ის შეიყვანეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში. დაკავებული ქალბატონი აღმოჩნდა მზია ამაღლობელი”.
დავით ანთაძის ჩვენება:
„ირაკლი დგებუაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ რამდენიმე წუთის წინ დაკავებული ორი მოქალაქის მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რადგანაც ისინი იგინებოდნენ პოლიციის თანამშრომლების მისამართით და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
როდესაც ირაკლი დგებუაძე აკეთებდა ამ განმარტებას აქციის მონაწილეებთან, ამ დროს მასთან ახლოს, მის წინ იდგა ორი ქალბატონი, ერთ ქალბატონს ჰქონდა მოწითალო შეფერილობის თმა, ხოლო მეორეს შავი ფერის უკან შეკრული თმა. ეს უკანასკნელი გახლავთ მზია ამაღლობელი. ისინი გამოხატავდნენ ირაკლი დგებუაძის და ზოგადად პოლიციელთა მიმართ აგრესიას, კერძოდ ხმამაღლა საუბრობდნენ და ითხოვდნენ დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას. ირაკლი დგებუაძემ გაკეთებული განმარტების შემდეგ დააპირა გვერდით გასვლა, რა დროსაც მასთან მდგარი ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის უკან შეკრული თქმა, ხელით წვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმული პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა ძლიერად თავისკენ.
ირაკლი დგებუაძე ამის შემდეგ მიტრიალდა სახით აღნიშნული ქალბატონისკენ და სწორედ ამ დროს მზია ამაღლობელმა გაშლილი მარცხენა გაშლილი ხელით დაარტყა ირაკლი დგებუაძის მარჯვენა ლოყა-ყურის არეში.
აღნიშნული ქალბატონი პოლიციელების, ბერდია ფერაძისა და გიორგი ბჟალავას მიერ ადგილზევე იქნა დაკავებული და ის შეიყვანეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში. მე დავრჩი გარეთ და ეზოში არ შევსულვარ”.
ცოტნე ქართველიშვილის ჩვენება:
„ირაკლი დგებუაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ რამდენიმე წუთის წინ დაკავებული ორი მოქალაქის მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რადგანაც ისინი იგინებოდნენ პოლიციის თანამშრომლების მისამართით და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
ამ დროს მასთან ახლოს, მის წინ მდგომი ორი ქალბატონი, ერთ ქალბატონს ჰქონდა წითელ ფერში გარდამავალი თმა, ხოლო მეორეს შავი ფერის უკან შეკრული თმა. ეს ქალბატონები გამოხატავდნენ ირაკლი დგებუაძის და სხვა სამართალდამცავთა მიმართ აგრესიას, ხმამაღლა ესაუბრებოდნენ მათ და ითხოვდნენ დაკავებულების გათავისუფლებას. განმარტების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ დააპირა მიმდებარე ტერიტორიიდან გასვლა, სწორედ ამ დროს მის სიახლოვეს მდგარმა ქალბატონმა, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის უკან შეკრული თმები, მარცხენა ხელით მოქაჩა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე.
ირაკლი დგებუაძე ამ მოქაჩვის შემდეგ მიტრიალდა სახით აღნიშნული ქალბატონისკენ, რა დროსაც ამ ქალბატონმა მარცხენა გაშლილი ხელით დაარტყა ირაკლი დგებუაძის მარჯვენა ლოყა-ყურის მიდამოში, რისთვისაც ქალბატონი პოლიციელების, ბერდია ფერაძისა და გიორგი ბჟალავას მიერ ადგილზევე იქნა დაკავებული და ის შეიყვანეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში. დაკავებული ქალბატონი აღმოჩნდა მზია ამაღლობელი”.