პაველ ჰერჩინსკი - რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-18 პაკეტი მიიღო
ბათუმში, რესტორანში მამაკაცი მოკლეს
გარემოს ეროვნული სააგენტო - 21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40 გრადუსს მიაღწიოს
ემანუელ მაკრონი - ვზრდით ზეწოლას რუსეთზე
სებ - ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა განიხილება როგორც გადახდების დამატებითი საშუალება, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმი და არა SWIFT-ის ჩამნაცვლებელი სისტემა, იგი არ წარმოადგენს SWIFT-ის ალტერნატივას
შანა უოთერსტოუნს ლაგოდეხის ბლუზ-ვილიჯის სცენაზე იხილავთ - თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი გრძელდება
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

ISFED - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან თანამშრომელთა გათავისუფლების პროცესი დაუსაბუთებლად და დისკრიმინაციულად წარიმართა - სასამართლოებს 43 გათავისუფლებული პირის სარჩელი წარვუდგინეთ

12.03.2025 ნახვები: 288

„სამართლიანმა არჩევნებმა“ შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, საქალაქო სასამართლოებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 43 გათავისუფლებული პირის უფლებების დაცვის მიზნით სარჩელი წარადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან თანამშრომელთა გათავისუფლების პროცესი „არ ემსახურებოდა რეალურ საჭიროებებს და პროცესი სრულიად დაუსაბუთებლად და დისკრიმინაციულად წარიმართა“.

„2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საქართველოს მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ბევრმა საჯარო მოსამსახურემ ღიად დააფიქსირა პოზიცია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის მხარდასაჭერად, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე დაყრდნობით. ეს ნორმა პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას კონსტიტუციურ ორგანოებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

საჯარო მოსამსახურეების მიერ ინდივიდუალურად და კოლექტიურად გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა „ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესის დაანონსება. ამის პარალელურად, „ქართული ოცნების“ წევრებმა დაჩქარებული წესით, 2024 წლის 13 დეკემბერს შეიტანეს ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილებებით გაუარესდა არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება და დაირღვა საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებები, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთებას.

2024 წლის დეკემბრის ბოლოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თანამშრომელთა გათავისუფლების პროცესი დაიწყო. საჯარო რეესტრის თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებები დაეგზავნათ. სააგენტოს განმარტებით, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების 90%-ზე მეტი უკვე წარმატებით შესრულებულია და უწყება დარჩენილი სამუშაოების მცირე მოცულობიდან გამომდინარე თანამშრომლებს ათავისუფლებდა.

გათავისუფლებულები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესები პირდაპირ კავშირშია 2024 წლის 30 ნოემბერს შექმნილ პეტიციასთან, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 350-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულებმა პეტიციით საჯაროდ დააფიქსირეს პოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიღებულ განცხადებასთან დაკავშირებით და დაგმეს ძალადობა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სააგენტოს მიღებული გადაწყვეტილებები ადასტურებს იმის საპირისპირო გარემოებებს, რაც სააგენტომ გათავისუფლებულ თანამშრომლებს დეკემბრის ბოლოს გაგზავნილ შეტყობინებებში მისწერა. კერძოდ, 2024 წლის 9 ნოემბრის საჯარო რეესტრის განცხადებით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა. ამავდროულად, ნოემბრის თვეში თანამშრომლებს დაეგზავნათ შეტყობინებები, რომ არსებული ადამიანური რესურსი 2025 წელსაც შენარჩუნდებოდა.

ამასთანავე, 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ვაკანსია 45 პოზიციაზე გამოაცხადა, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორის პოზიციებზე. გათავისუფლებულთა ცნობით, მომზადდა კიდეც მათი ოთახები.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან თანამშრომელთა გათავისუფლების პროცესი არ ემსახურებოდა რეალურ საჭიროებებს და პროცესი სრულიად დაუსაბუთებლად და დისკრიმინაციულად წარიმართა. საჯარო რეესტრი მუდმივად განიცდის კადრების დეფიციტს, რაც დასტურდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არაერთი ვაკანსიით. ამასთან, გათავისუფლებულთა ნაწილი წლებია მუშაობს სააგენტოში, რაც ცხადყოფს, რომ თანამშრომელთა ნაწილთან დადებული ხელშეკრულებები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უვადო შრომით ხელშეკრულებას მიეკუთვნება. პირადი ინფორმაციის მოთხოვნის მიუხედავად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამ დრომდე არ მოუწოდებია ბენეფიციართა უმრავლესობასთან დაკავშირებით გამოთხოვილი ინფორმაციები.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, საქალაქო სასამართლოებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 43 გათავისუფლებული პირის უფლებების დაცვის მიზნით სარჩელი წარადგინა.

„სამართლიანი არჩევნები“ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა