MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „MEGOBARI Act“ მიიღო

ნახვები: 498 სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „MEGOBARI Act“ მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "მეგობარი აქტს" მხარი დაუჭირა. ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს შესახებ, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის დახმარებას საქართველოს დემოკრატიული პროგრესის შემთხვევაში.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „MEGOBARI აქტი“ არის "მკაფიო მესიჯი".

„ჩვენ დავამტკიცეთ „MEGOBARI აქტი“, ეს არის მკაფიო "მესიჯი" ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ დემოკრატიული მომავალი შეინარჩუნონ“, - განაცხადა სენატორმა.

სენატორი შაჰინის თქმით, "მეგობარი აქტი" ითვალისწინებს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც "მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას ცდილობდნენ". სენატორი ხაზს უსვამს, რომ აქტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა.

"მთავრობა პატივს არ სცემს კონსტიტუციას, ქართულ ტრადიციებს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ამ გადაწყვეტილებაში ხალხი დაინახავს პოზიტიურ სიგნალს და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ.

ეს გულისხმობს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას და მასაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა“,- განაცხადა შაჰინმა, რომლის თარგმანი "ტვ პირველს" ეკუთვნის.

კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.

იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი - მთლიანმა პალატებმა.

MEGOBARI Act-ი შემდეგ საკითხებს მოიცავს:

  • აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრული გადახედვის ინიცირებას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
  • ის აღიარებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური გაწევრიანების პროცესის ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ;
  • მოითხოვს პრეზიდენტმა სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციაში, რათა შეაფერხონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, შეარყიონ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ან ჩაერთონ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რომლებიც საზიანოა საქართველოში სტაბილურობისთვის;
  • ხალხთა შორის კავშირების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში მოვა საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
  • გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, განგრძობადი და უკანონო რუსული ოკუპაციის პირობებში.


აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ წარდგენილია “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი", რომელიც კრძალავს ბიძინა ივანიშვილის ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან. 5 მარტს "მეგობარი აქტი" სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინეს კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, ჯინ შაჰინმა. 24 მარტს კანონპროექტის თანასპონსორი გახდა კიდევ ორი სენატორი - რესპუბლიკელი პიტ რიკეტსი და დემოკრატი კრისტოფერ კუნსი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა