ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი - აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
ეროვნული ბანკი - სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეტაპობრივად შემცირდება
Financial Times - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროების ანალიზი
არჩილ იაკობაშვილი - ჩინეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მხოლოდ ევროპული პერსპექტივის შემთხვევაში განიხილავს
ურინფორმი - კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
Oil refinery hit in Russia's Krasnodar Krai – CCD

მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით -ღარბაშვილი

03.03.2022 ნახვები: 610

მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადზე ხელის მოწერისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი ქართველი ერი მუდამ იყო ევროპაზე ორიენტირებული, მისი ღირებულებების ერთგული.

„შეუქცევადი სწრაფვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისა და შესაბამისად, ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს.

ზოგჯერ ევროპაში უჩნდებათ კითხვა: არის თუ არა საქართველო ევროპული კულტურის ქვეყანა. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი საქართველოში ყველასთვის ცხადია. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა.
ფრანგი მოაზროვნის, პოლ ვალერის, დეფინიციის მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა შეიძლება, განიხილებოდეს ევროპული სივრცის წევრად, მან სამი ძირითადი კრიტერიუმი ჩამოაყალიბა: 1. ბერძნულ-რომაული კულტურის გავლენა, 2. ქრისტიანული მრწამსი და 3. დემოკრატიული ტრადიცია. ამ კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო, უდავოდ, ევროპული სივრცის, ევროპული ოჯახის წევრია.

საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი ქართველი ერი მუდამ იყო ევროპაზე ორიენტირებული, მისი ღირებულებების ერთგული. მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველმა ხალხმა შექმნა ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული, უაღრესად დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუცია ევროპის დღევანდელ კრიტერიუმებსაც კი ზედმიწევნით შეესაბამებოდა. 1991 წელს აღდგენილი ეროვნული დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაც ამავე კონსტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნა და მთავარ გეზად ევროპული ორიენტაცია განსაზღვრა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა