პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ირაკლი კობახიძე - რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული

ნახვები: 630 ირაკლი კობახიძე - რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული

კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული. რამდენიც ჩადიოდა ძალადობას იმ დღეს, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავებისას 4 წლის ბავშვს თავზე დაადეს იარაღი, არის სამარცხვინო ტყუილი. ადამიანები იმალებიან ერთი კვირის განმავლობაში, სპეცრაზმი სჭირდება როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან ადამიანები. რა თქმა უნდა, სპეცრაზმის ჩართულობაა იმისთვის საჭირო, რომ მოხდეს დაკავება. მინდა შეგახსენოთ ჩვენი გაფრთხილება. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ იდენტიფიცირების საშუალება გვქონდა მეტი და არავის არ შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა, ყველა გავაფრთხილეთ. აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში. ჩვენ ვაფრთხილებდით. ჩვენ ყველანაირად ვცადეთ, რომ დაგვეზღვია ეს ადამიანები ამისგან. თუმცა ისინი ჩაერთნენ დამხობის მცდელობაში. აგულიანებდნენ ამ ადამიანებს. შესაბამისად, ყველა უნდა შეეგუოს დღეს იმას, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული. რამდენიც ჩადიოდა ძალადობას, იმ დღეს რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში ყველა იქნება დაკავებული“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება აქციის ორგანიზატორების დაფინანსებას, კობახიძის თქმით, კონკრეტული ადამიანების ჯგუფი იყო დაფინანსებული, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი და ნოდარ მელაძე.

„რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსებული იყო კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, მაგალითად ხაბეიშვილი, რომელიც თვეში იღებდა 5 ათას ლარს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი უწყისი, სადაც ხაბეიშვილი იყო ანიტას სახელით გაფორმებული და ერიცხებოდა ყოველთვიურად 5 ათასი ლარი. ასევე, იყო ნოდარ მელაძე, რომელიც პირდაპირ დაფინანსებაზე იჯდა. უწყისი აქ არ მაქვს ნანახი, ისე მაქვს ინფორმაცია. ნოდარ მელაძეც იმავე ადამიანებისგან იღებდა დაფინანსებას. ასევე, დაკვეთებს იღებდა და დღემდე იღებს კონკრეტული ადამიანებისგან“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა