ზურაბ ჯაფარიძე - დანაშაული, რასაც მედავებიან არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში გამოვიდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზადაა
ზურაბ ჯაფარიძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა
საია-ს თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს
Zelensky announces new sanctions against Russia
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა - ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, უკან არ დავიხევ
ზურაბ ჯაფარიძე - მნიშვნელოვანია შეთანხმება კონკრეტულ სტრატეგიაზე, ეს არის ის, რაც საერთო ბრძოლას აკლია
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

ნიკოლ ფაშინიანი - დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში

27.10.2025 ნახვები: 341

პირველი შემთხვევაა, როდესაც სომხეთის ბიუჯეტს აზერბაიჯანთან მშვიდობიანი ხელშეკრულების პირობებში განვიხილავთ, სომხეთის დამოუკიდებლობის მთელ ისტორიაში ასეთი წელიწადი და რვა თვე არასდროს გვქონია, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში „2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

„უკვე წელიწადი და რვა თვეა, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის მთელ ისტორიაში ასეთი წელიწადი და რვა თვე არასდროს გვქონია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დამყარებულმა მშვიდობამ ახალი ფაქტები და გარემოებები გამოავლინა.

„კერძოდ, ვგულისხმობ აზერბაიჯანის განცხადებას, რომ ბაქო ხსნის ტრანზიტთან დაკავშირებულ შეზღუდვებს სომხეთისთვის. ეს, არსებითად, ისტორიული მოვლენაა, რომელიც სომხეთის წინააღმდეგ ბლოკადის მოხსნის პირველ ეტაპს აღნიშნავს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა უპასუხოს ამ განცხადებებს და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. ამჟამად ჩვენი პასუხი ასეთია: დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში, კერძოდ, მარგარა-ეღეგნაძორი-სისიანი-გორისის მარშრუტით“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა