პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს

ნახვები: 566 კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს

 

პოლიტიკოსი და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი კოტე კემულარია აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად ოფიციალურად დანიშნა. კემულარიას თქმით, რუბიო ამ თანამდებობას აქამდე დროებით ითავსებდა.

კემულარია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ფუნქციების ერთდროულად შესრულება აშშ-ის მმართველობის სისტემისთვის უჩვეულოა. ისტორიულ მაგალითად მას ჰენრი კისინჯერი მოჰყავს, რომელიც ორივე თანამდებობას ერთდროულად იკავებდა.

კემულარიას შეფასებით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობაზე რუბიოს ოფიციალური დანიშვნა მის გავლენას გაზრდის. ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ რუბიოს რუსეთის მიმართ მკაცრი პოზიცია აქვს და მისი გაძლიერება მოსკოვის ინტერესებში არ შედის.

„ზოგადად, ეს პოზიტიური ამბავია, ვინაიდან მარკო რუბიო ნამდვილად არის ძალიან გამოცდილი, გამორჩეულად დაბალანსებული დიპლომატი და პოლიტიკოსი“, - წერს კემულარია.

 რედაქციული დაზუსტება: 22 სექტემბრის ცნობებით, ტრამპმა რუბიოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მუდმივი დანიშვნა ოფიციალურად გააფორმა. რუბიო ამ ფუნქციას 2025 წლის მაისიდან დროებით ასრულებდა.
Washington Examiner
 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა