საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროების ანალიზი
არჩილ იაკობაშვილი - ჩინეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მხოლოდ ევროპული პერსპექტივის შემთხვევაში განიხილავს
ურინფორმი - კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
Oil refinery hit in Russia's Krasnodar Krai – CCD
War update: 251 clashes on frontline over past day, heaviest fighting continues on Pokrovsk front
Air defense forces shoot down 195 Russian drones
Russian army loses 1,310 troops, two air defense systems in past 24 hours in war against Ukraine
U.S. launches new strikes against Iran

სამოქალაქო სექტორი პრორუსული ძალების მიერ სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობის გამოძიებას და სამართლებრივ შეფასებას ითხოვს

18.03.2022 ნახვები: 615

სამოქალაქო სექტორი პროტესტს გამოთქვამს საქართველოში რუსული პოლიტიკის პლაცდარმის, .. "კონსერვატიული პარტიის" მიერ რეგიონებში მრავალრიცხოვანი ოფისების გახსნასტან დაკავშირებით  და  პრორუსული ძალების მიერ სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობის გამოძიებას და სამართლებრივ შეფასებას ითხოვს

სამოაქლაქო სექტორის განცხადებას უცვლელად ტვაზობთ: 

გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას უკანასკნელ პერიოდში იმ სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის გამო, რომლებიც ღიად და მტკიცედ პროტესტს გამოთქვამენ საქართველოში რუსული პოლიტიკის პლაცდარმის, ე.წ. "კონსერვატიული პარტიის" მრავალრიცხოვანი ოფისების გახსნაზე რეგიონებში, საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივად აუხსნელი დუმილის ფონზე.
დღეს, არსებული საერთაშორისო ვითარების ფონზე, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს წინ აღუდგეს რუსეთის არნახულ აგრესიას თავისუფალი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოში რუსული პოლიტიკის მხარდაჭერა ნიშნავს ჩვენი ისტორიის უგულებელყოფას, ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის შეურაცხყოფას, ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენასა და მის ცივილიზებულ მომავალზე უარის თქმას, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების ღალატის ტოლფასია.
მივმართავთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:
დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ყველა შემთხვევა და მიეცეს მას სათანადო სამართლებრივი შეფასება. წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ, ვიფიქროთ, რომ საქართველოში რუსული პოლიტიკის ლეგიტიმაცია ხდება ხელისუფლების წახალისებითა და თანამონაწილეობით, რასაც აუცილებლად მიეცემა შესაბამისი შეფასება საქართველოს მოქალაქეების მიერ და გამოვიყენებთ ყველა ლეგიტიმურ და კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას ამ უკიდურესად სახიფათო პროცესის შესაჩერებლად.
მოვუწოდებთ საზოგადოებას გვერდით დავუდგეთ ყველა ამ მამაც პატრიოტს და მათთან ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი რუსული პოლიტიკის გავლენისაგან.

ხელმომწერები:
სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
გიორგი სულაძე - ოკრიბა-ნიუსი
ზაზა გოჩელაშვილი - ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
ნანა გოგოხია - უფლებადამცველი
ირმა გორდელაძე - გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო“
მალხაზ ნაკაშიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმართვა ღიაა ხელმოწერებისთვის.

 


ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა