პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ჟან-ივ ლე დრიანი - მსოფლიოს ლიდერები უნდა მოემზადონ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება და მსოფლიოს სერიოზულ გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის

ნახვები: 632 ჟან-ივ ლე დრიანი - მსოფლიოს ლიდერები უნდა მოემზადონ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება და მსოფლიოს სერიოზულ გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის

მსოფლიოს ლიდერები უნდა მოემზადონ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება და მთელ მსოფლიოს სერიოზულ გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საუბრები უნდა იყოს ფოკუსირებული სურსათის ფასების ზრდაზე, რადგან ორგანიზაციები მსოფლიოს აფრთხილებენ უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილ გლობალურ სასურსათო კრიზისზე.

„ეს ყველაფერი გვიჩვენებს ძალიან ძლიერ ერთობას „დიდი შვიდეულის“ წევრებს შორის, რათა დროთა განმავლობაში გააგრძელონ უკრაინის სუვერენიტეტისთვის ბრძოლის დახმარება უკრაინის გამარჯვებამდე. ჩვენ არ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის რუსეთი, რომელიც ებრძვის უკრაინას. არის აგრესორი და აგრესიის მსხვერპლი და ჩვენ მხარს ვუჭერთ აგრესიის მსხვერპლს. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერის ინიციატივებს სამხედრო და ფინანსურ სექტორში და ეს არის ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ აქ ჩვენი სამუშაო დღის განმავლობაში”, – თქვა ჟან-ივ ლე დრიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა