პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

დღევანდელი გადაწყვეტილებით ვთქვით, რომ ვცხოვრობთ ავტორიტარულ ქვეყანაში-ლომჯარია გვარამიაზე

ნახვები: 630 დღევანდელი გადაწყვეტილებით ვთქვით, რომ ვცხოვრობთ ავტორიტარულ ქვეყანაში-ლომჯარია გვარამიაზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას მოსანახულებლად რუსთავის ციხეში მივიდა.

როგორც მან გვარამიასთან შესვლამდე განაცხადა, დღევანდელი განაჩენი მთავარი არხის გენერალური დირექტორის მიმართ კანონთან შეუსაბამოა და ამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლას ემსახურება. ამაზე ომბუდსმენმა მთავარ არხთან ისაუბრა.

"ეს არის გაგრძელება კრიტიკული და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ დაწყებული ძალიან მტრული გარემოსი და ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური გამოვლინება. ჩვენ ვხედავდით არაერთ სისხლის სამართლის საქმეს მედია მფლობელებისა და მედია მენეჯერების მიმართ, ფიზიკურ თავდასხმებს, დისკრედიტაციის მცდელობებს და დღეს ალბათ უკვე ყველაზე კულმინაციური მომენტია, როდესაც ყველაზე ძლიერი და ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების მენეჯერს სასამართლომ გამოუტანა განაჩენი იმისთვის, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კრიტიკულ მედიასაშუალებებზე განხორციელდეს ისეთი ზეწოლა, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება. ასეთი ფაქტები ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში და ჩვენ დღევანდელი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ვთქვით, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, სადაც მნიშვნელოვანია მედიის და გამოხატვის თავისუფლება, არამედ ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარულ ქვეყანაში"- თქვა ლომჯარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა