ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ნიკოლოზ სამხარაძე - იმედი მაქვს, ევროკავშირი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს

03.06.2022 ნახვები: 554

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში მონაწილეობა მიიღო GLOBSEC – ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას და აღმოსავლეთ სამეზობლოს ეძღვნებოდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გატარებულ რეფორმებზე  და არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოზე ისაუბრა.

მომხსენებლებმა აგრეთვე განიხილეს ევროკავშირის გაფართოების საკითხი, ახალი უსაფრთხოების გარემო, გამოწვევები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.

„დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება და გამოწვევები ითხოვს ცვლილებებს და ზოგადად ევროპული უსაფრთხოების გადახედვას. საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი მიიღებს სწორ, პრაგმატულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი არამხოლოდ ჩვენი საზოგადოებისათვის, არამედ მოსკოვისთვისაც, რომელიც მკაფიოდ შეახსენებს კრემლს, რომ ის ვეღარ გააგრძელებს თავის აგრესიულ და დესტრუქციულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში.

აღნიშნულ პანელში ასევე მონაწილეობდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე – კატარინა მატერნოვა და პორტუგალიის ევროპულ საქმეთა ყოფილი სახელმწიფო მდივანი – ბრუნო მასაეში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა