პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

რუსეთი სურსათს ომის იარაღად იყენებს-შარლ მიშელი

ნახვები: 629 რუსეთი სურსათს ომის იარაღად იყენებს-შარლ მიშელი

რუსეთი ომის იარაღად იყენებს სურსათს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„რუსეთი სურსათს ომის იარაღად იყენებს, იპარავს მარცვლეულს, ბლოკავს პორტებს და სასოფლო-სამეურნეო მიწებს საბრძოლო ველებად აქცევს. უკრაინაში ბლოკირებულია 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული, ხორბალი და სიმინდი. ეს ძირს უთხრის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას და მსოფლიოში შიმშილს იწვევს. ევროპული საბჭოს შეხვედრის დროს, ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით, რომ ამ პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გასატანად ლოჯისტიკური გამოსავალი გვეპოვნა, მათ შორის ვმუშაობთ უკრაინასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის შესამუშავებლად. გლობალური შიმშილი ყველას საქმეა, შესაბამისად, ეს საჭიროებს კოორდინირებულ, ყოვლისმოცმველ და გლობალურ მიდგომას. ჩვენ ვმუშაობთ „დიდ შვიდეულთან“, აფრიკულ კავშირთან და ჩვენს ყველა სხვა პარტნიორთან“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რუსული ხომალდები და რაკეტები უკრაინიდან ხორბლისა და სიმინდის ექსპორტს ბლოკავს, მხოლოდ რუსული ტანკები, ბომბები და ნაღმები არ აძლევენ უკრაინას თესვისა და მოსავლის აღების საშუალებას.

„მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: რუსული სასოფლო სამეურნეო პროდუქტების წინააღმდეგ ევროკავშირს სანქციები არ დაუწესებია. მე ვეუბნები ყველა ქვეყანას, რომელიც დაზარალდა სასურსათო კრიზისის შედეგად: ნუ დაუჯერებთ კრემლის პროპაგანდას, ნუ გახდებით რუსეთის ინსტრუმენტი“, – აღნიშნა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი სწავლობს სანქცირებული რუსი მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების აქტივების ჩამორთმევას უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად.

„რუსეთი სასტიკად ანადგურებს უკრაინას და სამართლიანი იქნება მხოლოდ ის, რომ აგრესორმა რუსეთმა გადაიხადოს ქვეყნის აღდგენის საფასური. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევისწავლოთ სანქცირებული რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების აქტივების ჩამორთმევა ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ეს დაეხმარებოდა უკრაინის აღდგენის დაფინანსებას. თუ გვინდა, ვიყოთ გეოპოლიტიკური ძალა, უნდა ვიმოქმედოთ როგორც გეოპოლიტიკური ძალა, ეს ნიშნავს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზე ზრუნვას. ერთად ყოფნით ჩვენ შეგვიძლია ამ ძალის გამოყენება, რათა გავხდეთ უფრო სუვერენული, უფრო განვითარებული და უფრო გავლენიანი. ჩვენ ვართ ერთიანები და მზად ვართ, დავუჭიროთ მხარი უკრაინას და ავაშენოთ ჩვენი საერთო მომავალი“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა