პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

„დიდი ოცეულის“ მინისტერიალზე გამოცხადებული ბოიკოტის გამო, სერგეი ლავროვი მინისტერიალს ვადაზე ადრე დატოვებს

ნახვები: 631 „დიდი ოცეულის“ მინისტერიალზე გამოცხადებული ბოიკოტის გამო, სერგეი ლავროვი მინისტერიალს ვადაზე ადრე დატოვებს

სერგეი ლავროვი, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადეს, „დიდი ოცეულის“ მინისტერიალს დაგეგმილზე ადრე დატოვებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვი კვლავ გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს, შემდეგ სიტყვით მიმართავს პრესას და ინდონეზიას დატოვებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღის მეორე ნახევარში ოფიციალურ სადილში და სამუშაო სესიაში არ მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციის წყაროების ცნობით, ლავროვმა სიტყვით გამოსვლისთანავე დატოვა შეხვედრის ოთახი. მან ასევე თავი აარიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის შეკითხვებზე პასუხის გაცემას.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ კოლეგებთან სადილზე არ მივიდნენ. ასევე, შეხვედრის ტრადიციული ფოტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის დასწრების გამო არ გადაიღეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა