ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

28-19 -საქართველოს ნაკრებმა იტალია დაამარცხა

10.07.2022 ნახვები: 559

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ბათუმის არენაზე, ისტორიაში პირველად იტალიის ნაკრებს უმასპინძლა და პრინციპულ მეტოქესთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 28:19.

„ბორჯღალოსნებს“ იტალიელების წინააღმდეგ ჩატარებული 4 შეხვედრიდან ოთხივე წაგებული ჰქონდათ, შესაბამისად ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – საქართველოს ნაკრებს 6 ერის ტურნირზე შესვლისთვის მტკიცე არგუმენტი სჭირდებოდა, იტალიასთან გამარჯვება კი ამ მხრივ საჭირო იყო.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა. პირველი ლელო მატჩის მე-11 წუთზე დავდეთ – ვასილ ლობჟანიძემ შერკინების მოგების შემდეგ, ფლანგზე ბურთი უნაკლოდ შეაცურა და სანდრო თოდუამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა 5:0.

მე-14 წუთზე დავით ნინიაშვილმა იტალიელების დაკიდებული ბურთი მოხსნა, მეტოქის ხაზი გაჭრა და რამდენიმე მეტრის გარბენის შემდეგ პასი თედო აბჟანდაძეს გადააწოდა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა, ლელო დადო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა 12:0.

მეტოქემ ამის შემდეგ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა და ზედიზედ 13 ქულა მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ტაიმის ბოლოს კვლავ ნინიაშვილის შესანიშნავი თამაშის წყალობით მოვახერხეთ წინ გასვლა. იტალიელების დაკიდებული ბურთის შემდეგ, ჩვენმა 15-მა ნომერმა ჰაერში ორ მეტოქეს აჯობა და მთელი მოედანი გაირბინა, რამდენიმე ფაზის შემდეგ ბურთი კვლავ მან მიიღო, პასი აბჟანდაძეს მისცა, რომელმაც მორიგი ლელო დადო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.

ტაიმის ბოლოს იტალიელები სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ, მაგრამ დაცვაში კარგად ვირჯებოდით და პირველი ნახევარი 6-ქულიანი უპირატესობით დავასრულეთ.

მეორე ტაიმში ტემპერატურამ უფრო იმატა. მე-60 წუთამდე გუნდებმა თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს. 69-ე წუთზე კი გელა აფრასიძემ ჩვენი ნახევრიდან ბრწყინვალე ჯარიმა შეასრულა და საქართველოს ნაკრები 9 ქულით დააწინაურა. მატჩის მიწურულს ისევ ჯარიმები გავცვალეთ და საბოლოო ჯამში 9 ქულით გავიმარჯვეთ.

ამრიგად, საქართველოს რაგბის ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ 1-ის წარმომადგენელი დაამარცხა და 6 ერის ტურნირზე შესასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა