იენს სტოლტენბერგი - მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება
ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა
ანრი ოხანაშვილმა თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა, პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ანა ნაცვლიშვილი - გაძევება არ მჭირდება, პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ დარბაზს
ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს - სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ
ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა
საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი - ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატებს აძევებს

რუსეთისთვის დაცემული ქართული პოლიცია და ხელისუფლოების ხაფანგი სახელმწიფოს

07.31.2023 | 18:29 ნახვები: 1924

ბათუმის პორტის შემოგარენში პალმების ქვეშ„დაცემული“ პოლიციელები - როგორი ალეგორიაა არა? ანწუხელიძე, გზირიშვილი, შინდისის გმირები - დაცემული საქართველოსთვის და ეს პოლიციელები, რომლებიც ხელისუფლებამ რუსების კი არა, რუსეთის ინტერესების დაცვისთვის საკუთარ მოქალაქეებს დაუპირისპირა და ასე, პირუტყვებივით აიძულა დაქანცულები დაგდებულ-დაცემულიყვნენ.
იმათ, ვინც ვერ ხედავს განსხვავებას პუტინის რეჟიმს გამოქცეულ მოქალაქეებს შორის, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და ამ მოკრუიზე ტურისტებს შორის, მათზე ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ დებილები ან ჩათლახები არიან.
ტურისტი არის პირი, რომელიც ნებაყოფლობით მოგზაურობს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი ან სხვა მიზნით. ადვილად იპოვით ტურისტის სხვა განმარტებებსაც ანალოგიური შინაარსით.
ტურისტისთვის დასვენება პირველ რიგში გულისხმობს კომფორტის ზონის შექმნას. აი, ველური ტურიზმის დროსაც კი ტურისტი ირჩევს გარემოს, რომელიც მისთვის კომფორტული და ექსტრემალურია საკუთარი სურვილებისა და შესაძლებლობების რეალიზების დიაპაზონში.
ახლა მითხარით - როდესაც შენს დასვენებას ხელი ეშლება არა ბუნებრივი კატაკლიზმების, ან დაუგეგმავად შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, არამედ პოლიტიკური მოტივით და „მასპინძლები“ გხვდებიან შენი სანუკვარი სამშობლოს პრეზიდენტის დედის გინებით, როდესაც გაგზავნიან ხუიზე, შენც და იმ კარბლს, რომლითაც მოგზაურობ, როდესაც აშკარად გამოხატულია შენი არასასურველობა, თუნდაც ადამიანების გარკვეული ჯგუფის მიერ და ამ ჯგუფისგან დასაცავად, ასეულობით პოლიციელი გიცავს და მაინც ტოვებ გემს, ხახაში ხინკლის თუ აჭარული ხაჭაპურის გადასაგდებად - ტურიზმია თუ მიზანმიმართული პროვოკაცია?
სწორედ ეს არ ესმის ხელისუფლებას, როდესაც სახელმწიფოს ასეთ ხაფანგებს უდგამს და ქვეყნის წინააღმდეგ ომის წარმოებაში ეხმარება რუსეთს, უფრო სწორად, რუსეთის სასარგებლოდ თავად აწარმოებს ომს საკუთარ ქვეყანაში, რომ ყველა (!), უკლებლივ ყველა ადამიანი, რომელიც დღეს გემიდან ჩამოვიდა იყო რუსი ჯარისკაცი და სპეცსამსახურების წარმომადგენელი ან მოხალისე პროვოკატორი.
ახლა მეორე - გასაგებია რომ მინისტრები არ იძლევიან ბრძანებებს „სცემეთ“. მათი ბრძანებაა - დაიცავით წესრიგი. შემდეგ უკვე ყველა საფეხურზე ქვემოთ, ეს "დაიცვათ წესრიგი" ხდება ულმობელი. რაც უფრო დაბალი ჩინის ტიპი უზრუნველყოფს ამ წესრიგის დაცვას, მით უფრო სასტიკია, რადგან მის მიერ დაკავებული და ნაცემი, შეგინებული თითოეული თანამოქალაქე პრემია და სამომავლო დაწინაურებაა. როდესაც წესრიგის დაცვას უყურებენ ბრძანების გამცემები, ქვემოდან ზემოთ მძიმდება მათი შეფასებები და მეტაფორები. ბოლოს მინისტრი აჯამებს - „ეგრე, ხომ მოვუ@@ანით დედა“... და სწორედ ამ სიტყვებს უპატაკებს პრემიერს, პრემიერი მორიგე ღმერთს, მორიგე ღმერთი კარის ღმერთს...
პოლიციის ძალადობას აქვს ფსიქოლოგიური და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების დანიშნულება. ამით „ოცნება“ გვეუბნება - როცა გვინდა, სადაც გვინდა და როგორც გვინდა ისე იქნება ყველაფერი, რადგან მე შემიძლია გცემო დაგიჭირო და პასუხი არ ვაგო. რა ვუპასუხოთ? ნეტარ არიან მორწმუნენი? აბა, სად არიან მორწმუნენი?
ისტორია არ არის გუშინ და დღეს, ისტორია არის შეფასებები ხვალ!
გაგახსენოთ ნერონი „დღეს“? კალიგულა? ჰიტლერი, მუსოლინი, ფრანკო? სტალინი? ახლა ვინ არიან ისინი?
ვერ მიხვდით ხომ რატომ ჩამოვთვალე? რომელი გაეტოლებით?
ბიძიკოებო - გარდაცვლილი მაკედონელის ხელებს ხედავდა ასი ათასობით ადამიანი. კაცი, რომელმაც ლამის ნახევარი მსოფლიო დაიპყრო, იმ პერიოდისთვის ეს ნახევარზე მეტიც იყო, ცარიელი ხელებით აჩვენებდა არა მხოლოდ თანამედროვეებს, არამედ კაცობრიობას იმ პერიოდით რა პერიოდითაც ის იარსებებს, რომ მიცვალებული იმ ქვეყნად ვერაფერს წაიღებს.
აგვისტოა ვაი პატრიოტებო გარეთ, აგვისტო... თუმცა ვიცი გეყოფათ უნამუსობა და 8 აგვისტოს გმირების საფლავებთან ყვავილებით მიხვალთ, თავსაც დაუხრით. დიახ, ასეთ უტიფრობასაც ნიჭი სჭირდება, გაბედულებაც. მაგრამ თქვენ არ გაქვთ ერთი მთავარი ნიჭი - აი, იქ სადაც იმ მომენტში იდგებით, იქნება საშინელი ხმაური მიწის ქვემოთაც და ცაშიც. ეს ხმაური სწორედ თქვენს თავზე შეიკვრება და თუ კარგად მიუგდებთ ყურს კი არა გულს, ასეთ ფრაზას გაიგონებთ - "ეგრე, ხომ, ანუ ჩვენ მოგვი@@ანით დედა?"
დანარჩენი უკვე ჟანრის კლასიკაა... და სცენარიც დაწერილია... ცოცხლებს რომც მოერიოთ რაღაც პერიოდი, მკვდრებს ვერ დაამარცხებთ...

ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

"ნეიშენ ჯორჯია"



 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა