კუნძულ კრეტაზე მოსახლეობის და ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს
ანდრეი სიბიგა - ერთადერთი გზა აიძულო რუსეთი, ომი დაასრულოს, მასზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის გაძლიერებაა
კაია კალასმა ჩინეთს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს სამართლიან და მდგრად მშვიდობას უკრაინაში
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ჯო უილსონი - ანტი-ამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თეირანის ტერორისტული რეჟიმის საელჩოში მივიდა და სოლიდარობა გამოუცხადა, მათ ტერორისტული ირანი და ჩინეთის კომუნისტური პარტია უყვართ და ამერიკა სძულთ
ელჩი დანიგანი - არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიული მომავლის რწმენას
ისანში მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა
მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება

განათლების პრობლემა საქართველოში, ანუ „ყველაფერი ტრენერის ბრალია“

11.12.2023 ნახვები: 2273

გასულ კვირას მთელი საქართველო აღშფოთებული იყო საერთაშორისო კვლევის შედეგებით, რომელთა თანახმად, ქართველებში აქტუალურად დგას წაკითხულის აღქმის უნარი და ზოგადად, მოსახლეობაში მათემატიკური და საბუნებისმეტყველო საგნებისადმი დაბალი ინტერესი.

რა თქმა უნდა, საქართველო არ იქნებოდა საქართველო, ამ სირცხვილისთვის ზერელე და ზედაპირული ახსნა რომ არ მოეძებნა. ახსნა, რომელსაც მთელი სიმძიმე გადააქვს სახელმწიფოზე და მთავრობაზე, ხოლო მოქალაქეებს მთლიანად ამართლებს.

ბრალდებები სტანდარტული იყო - განათლების ცუდი სისტემა, მასწავლებლების დაბალი ხელფასები და ა.შ. ქართული ფეხბურთის არ იყოს, რომლის მუდმივ მარცხში დამნაშავეა ყველა - „ტრენერი“, „სუდია“, ფედერაცია, ირაკლი, ბიძინა, და კიდევ ათასი ვინმე, ოღონდ არა თავად ფეხბურთელები.

ეს გარკვეული იდეოლოგიაცაა - ხალხი არ შეიძლება რამეში იყოს დამნაშავე - ყველაფერ ცუდზე პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ მთავრობას ეკისრება. როგორ შეიძლება ხალხი, ფართო ფენები, რამეში დამნაშავე იყოს?

თუმცა, ისევე როგორც ქართული ფეხბურთის გარდაცვალების მიზეზთა შორის ცუდი „ტრენერი“ და ფედერაცია მხოლოდ ერთ-ერთია და თანაც არა მთავარი, ასევე განათლების დაბალი დონე პირველ რიგში თავად ხალხის ბრალია. 30 წელია რაც დაიშალა სსრკ, მაგრამ საქართველომ დიპლომომანია მაინც ვერ მოიცილა და ტრადიციულ ქართველთა შორის განათლება დღემდე - დიპლომია მხოლოდ და არა რეალური ცოდნა.

დღეს ქართველების დიდი ნაწილი, ისევე, როგორც 30-40 წლის წინ, იხდის უზარმაზარ თანხებს, კარგავს დროს, იღებს ლამაზად ჟღერად, მაგრამ უპერსპექტივო პროფესიებს (მაგალითად, საერთაშორისო დიპლომატია ან საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირება). არაფერს არ გეუბნებათ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში კადრების მწვავე დეფიციტია და ამავე დროს უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში?

საქართველო გაივსო საერთაშორისო დიპლომატებით და ამ დროს მაღალი კლასის შემდუღებლები თურქეთიდან შემოგვყავს. საქართველოში განათლების დონე დაბალია - იმიტომ რომ ჯერ კიდევ, ისევე, როგორც 40 წლის წინ, ფასობს დიპლომი და არა განათლება.

მათემატიკას რაც შეეხება - თამადების, საშუალოზე დაბალი დონის მხატვარ-პოეტების და საერთაშორისო მარკეტოლოგების ქვეყანაში - მათემატიკოსები მოგინდათ?

თუმცა, სიღრმისეული და მთავარი პრობლემა სულ სხვა რამეშია.

მსოფლიოს ყველა, თუნდაც განვითარებულ და ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს ფენა, რომელიც დიდი ჭკუით, ინტელექტით და განათლებით არ გამოირჩევა და ამაში არაფერი უჩვეულო და განსაკუთრებული არაა. საქართველოში, შესაძლოა, ეს ფენა მეტი იყოს, მაგრამ თავისთავად ეს მოვლენა უცხო არავისთვის არაა.

რას აკეთებს გერმანელი, რომელიც არ ბრწყინავს ტვინით და განათლებით? ის მთელი ცხოვრება მუშაობს თავისი გონებრივი შესაძლებლობების შესაფერის სამუშაოზე. ითვისებს მარტივ და რუტინულ პროფესიებს, რომლებსაც ცოდნაზე მეტად ჩვევა სჭირდებათ. ის არის სრულფასოვანი მოქალაქე, ზრდის შვილებს და არის საზოგადოებისთვის სასარგებლო სპეციალისტი.

ყველა ვერ იქნება პროგრამისტი - ვიღაცა მძღოლიც უნდა იყოს და ცუდი ამაში არაფერია. ყველანაირი პროფესია და საქმიანობა პატივსაცემი და დასაფასებელია.

და რას აკეთებს ეს ფენა საქართველოში? ძირითადად არაფერს. დგას ბირჟაზე. არსებობს დედის ან ცოლის ხარჯზე, რომელიც მუშაობს ევროპაში. ლოთობს ან იჩხირავს, გამოგზავნილი ფულის დიდ ნაწილს აზარტულ თამაშებზე ხარჯავს. ოცნებობს ან ბანკის დირექტორობაზე, ან ქურდობაზე.

ეს არის ქვეყნის ბალასტი, რომელიც თავისი უსაქმურობით თვითონაც იძირება და ქვეყანასაც ძირავს.

სწორედ ესაა მთავარი პრობლემა, რომელიც როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა - არა ის, რომ ჩვენში ბევრი გაუნათლებელი ადამიანია, არამედ ის, რომ მათი დიდი უმრავლესობა არის სრულიად დეგრადირებული და უსარგებლო.

ამაზე კი არავინ არ საუბრობს. ხალხს ვერ დაადანაშაულებ, ხალხი ხომ ყოველთვის მართალია. ყველაფერში დამნაშავეა „ტრენერი“.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა