საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

კაია კალასმა ჩინეთს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს სამართლიან და მდგრად მშვიდობას უკრაინაში

ნახვები: 429 კაია კალასმა ჩინეთს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს სამართლიან და მდგრად მშვიდობას უკრაინაში

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ჩინეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყოველგვარი მატერიალური დახმარება, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და მხარი დაუჭიროს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და სამართლიან და მდგრად მშვიდობას უკრაინაში, - ინფორმაციას ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.

საგარეო ქმედებათა სამსახურის ცნობით, კალასმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ბრიუსელში ევროკავშირ-ჩინეთის სტრატეგიული დიალოგის მე-13 შეხვედრა გამართეს.

„ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სერიოზულ საფრთხეს, რომელსაც ევროპის უსაფრთხოებას რუსეთის უკანონო ომის მიმართ ჩინური კომპანიების მხარდაჭერა უქმნის. მან მოუწოდა ჩინეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყოველგვარი მატერიალური მხარდაჭერა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და მოუწოდა ჩინეთს, მხარი დაუჭიროს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და სამართლიან და მდგრად მშვიდობას უკრაინაში, რომელიც დაფუძნებული იქნება გაეროს ქარტიის სრულ პატივისცემაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, კაია კალასმა ჩინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ჩინეთმა უნდა დაასრულოს იშვიათი ლითონების ექსპორტზე შეზღუდვები, რაც მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ევროპულ კომპანიებს და გლობალური მიწოდების ჯაჭვების სანდოობას.

„უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური ურთიერთობების ხელახლა დაბალანსების, თანაბარი პირობების შექმნისა და ბაზარზე წვდომის ორმხრივობის გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული გადაწყვეტილებების პოვნა მნიშვნელობას. მან ასევე მოუწოდა ჩინეთს, დაასრულოს თავისი დამახინჯებული პრაქტიკა, მათ შორის იშვიათი ლითონების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, რაც მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ევროპულ კომპანიებს და საფრთხეს უქმნის გლობალური მიწოდების ჯაჭვების სანდოობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა