ფლორიდაში ქარიშხალ „მილტონს“ 16 ადამიანი ემსხვერპლა
ვოლორიმირ ზელენსკი - უკრაინა ევროკავშირის წევრი უფრო სწრაფად გახდება, ვიდრე პროგნოზირებდნენ
ვილი სანიოლი - რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი უკრაინასთან სათამაშოდ მზადაა
ივანიშვილი - ჩვენ ჯერ კონსტიტუციით ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს შემდეგ კი, ომის დანაშაულის გამო, თითოეულ მოღალატეს უმკაცრესად ვაგებინებთ პასუხს კანონის წინაშე
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი
ბუნდესტანგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
„ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები - კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს მიმდინარე ქმედებები

ივანიშვილის საჯარო მოხელეებს ნარკოტესტის გავლა ეშინიათ - არჩევანი მარტივია: ივანიშვილი თუ საქართველო

29.02.2024 ნახვები: 1942

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის არჩევნები პოლიტიკურ პარტიებს შორის. ქართულ საზოგადოებას ახლა პოლიტიკური არჩევანი კი არა აქვს გასაკეთებელი, ქართულ საზოგადოებას ახლა აქვს ერთი არჩევანი გასაკეთებელი - ქართველი ხალხი თუ ბიძინა ივანიშვილი?! საქართველო თუ ბიძინა ივანიშვილი?!

აქ ახლა მთავარი აქტორი არის ხალხი და არა ოპოზიციური პარტიები. ახლა ჯერი ხალხზეა, მათ უნდა დადონ შედეგი. ვნახოთ, რა როლს ითამაშებს მათში დაგროვილი პროტესტი იმ უმსგავსობის მიმართ, რაშიც 12 წელია ვიმყოფებით და ქვეყანა ნელ-ნელა იძირება. ახლა იმაზე აქცენტის კეთება, ოპოზიციური პარტიებიდან ვინ ვის თამაშს თამაშობს, არის მეათე ხარისხოვანი! მთავარია, ქართველმა ხალხმა ითამაშოს თავისი როლი!
ახლა ვინც ეწევა პროპაგანდას, რომ ქართველ ხალხს არა აქვს არჩევანი, სწორედ ის თამაშობს ბიძინა ივანიშვილის თამაშს და ეს არის ძალიან მარტივად ამოსაცნობი. სწორედ ეს არის, რაც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ხელისუფლების შესანარჩუნებლად. არჩევანი ყოველთვის არსებობს. არ არის მომენტი ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც არჩევანი არ არსებობდეს. ახლა პოლიტიკურ არჩევანზე კი არა, საკუთარი თავის გადარჩენაზეა ლაპარაკი. გადარჩება იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილს გაუშვებს. აქედან გამომდინარე, მას ხმა არ უნდა მისცეს.
მოსალოდნელი ვითარება ნამდვილად არ იქნება იოლი. რასაკვირველია, „ქართული ოცნება“ ყველა ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ცოტა ხნის წინ, როგორ ჩაუვარდა „ქართულ ოცნებას“, პირდაპირი მნიშვნელობით, კოვზი ნაცარში, როდესაც ევროპის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და გააკეთა გეოპოლიტიკური არჩევანი და შესაბამისად, საქართველოს მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომელიც სიკვდილივით არ უნდოდა „ქართულ ოცნებას“.

უბრალოდ, ახლა მოუშორებელი ნიღაბივით აქვს სახეზე აკრული. ეს მოხდა იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ნება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესები იყო სინერგიაში ერთმანეთთან. ზუსტად იგივე მოხდება. ქართველი ხალხისა და ჩვენი პარტნიორების ნების წინაშე, „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება.
თვითგადარჩენის ინსტინქტი ოპოზიციაშიც ამუშავდება და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს.

მე არ ვიცი, ვინ ვისთან არის გარიგებული. ვერავის ბრალს ვერ დავდებ, მით უმეტეს, ფაქტები რომ არ მაქვს. შესაძლოა, გონივრული კითხვები არსებობდეს გარკვეული პოლიტიკური პარტიების მიმართ, მაგრამ ვიმეორებ, თვითგადარჩენის ინსტინქტი აუცილებლად იმუშავებს ოპოზიციაშიც. ყოფილა მსგავსი რამ ჩვენს ისტორიაში და გვინახავს კიდეც უცნაური კონფიგურაციები არჩევნების მოახლოებისას. „ოცნებას“ წინ ელის ძალიან ბევრი სიურპრიზი. „ოცნების“ დამარცხება ძალიან კანონზომიერი მოვლენაა. ამაში არაფერი არაკანონზომიერი არ არის. 2018 წლის არჩევნებიდან მოყოლებული „ქართული ოცნება“ რეალურად მარცხდება. უბრალოდ ვითარება არ იყო ისე მომწიფებული, როგორც ახლა.

ჩვენ ადრე არ ვიყავით კანდიდატი ქვეყანა, მაშინ ჩვენ მიმართ ინტერესი ასეთი დიდი არ იყო დასავლეთის მხრიდან. საზოგადოებას არ ჰქონდა გავლილი ის, რაც შემდგომ გავიარეთ. იგივე რუსული კანონი, იგივე უსამართლობების მთელი კასკადი. დღეს ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც „ქართული ოცნების“ დამარცხებას განაპირობებს. ოპოზიციის გამარჯვებას კი არა, „ქართული ოცნების“ დამარცხებას!
თავის დროზე ერთმა ბრძენმა ქართველმა ასე გადაწყვიტა სიკვდილ-სიცოცხლის დილემა: სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანიო. მეც იგივე შემიძლია ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს. რასაკვირველია, იგი ყველაფერს იზამს. საკუთარ გუნდის წევრებსაც დაიჭერს და თუ დასჭირდება, გამოვა და იტყვის, რომ ის იყო გუნდის ტყვეობაში და მას არ ჰქონდა რეალური ინფორმაცია. აი, ამასაც იტყვის. ყველაფერს გააკეთებს, პოლიტიკურ შვილებს თავებს დააჭრის, ოღონდ მის ნამდვილ შვილებს არაფერი შეეხოს.
თუ დასჭირდა, დაიჭერს ღარიბაშვილს და კალაძესაც მიაყოლებს. არ დაინდობს არავის. თუ ეს მისი საკუთარი უსაფრთხოების გადასარჩენად იქნება საჭირო. თუმცა, მე არ ვიცი, იქნება თუ არა ეს საკმარისი.
ნაკლებად მაინტერესებს „ქართული ოცნების“ წიაღში ვინ რა დოზით არის დამნაშავე. პასუხისმგებლობა არის ბიძინა ივანიშვილზე, ფორმალური მმართველობის დროსაც და არაფორმალური მმართველობის დროსაც. ადამიანს იმისი რომ ეშინია, მისმა საჯარო მოხელეებმა ნარკოტესტი გაიარონ, წარმოიდგინეთ, რა დღეშია სისტემა! კრიმინალიზებულია მთლიანად სისტემა! რა ქვეყანა მივიღეთ ამ 12 წლის განმავლობაში, რომ ეშინიათ საჯარო მოხელის ნარკოტესტის ჩატარება!
ბიძინა ივანიშვილი რომ თავად ნარკოტიკების მომხმარებელი არ არის, მე მგონია, არცერთ გონიერ ადამიანს ამაში ეჭვი არ ეპარება. თუმცა, მან რომ შექმნა სისტემა, რომელსაც ამის ეშინია, თქვენ წარმოიდგინეთ, ქვეყანა რა დღეშია. მხოლოდ ეს ერთი ფაქტი ბოლომდე რომ გააცნობიეროს საზოგადოებამ, იმ წუთში მიხვდება, რა ჯოჯოხეთი გაუმზადეს ქართულ საზოგადოებასა და მათ შვილებს.
შესაბამისად გასაკეთებელია შემდეგი არჩევანი, ქართველი ხალხი, ჩვენ ვრჩებით თუ რჩება ივანიშვილი?! აი, ეს არჩევანია - ივანიშვილი თუ ქართველი ხალხი! თუ ქართველი ხალხი ვრჩებით, გვაქვს ქართული სახელმწიფო, თუ ივანიშვილი რჩება, აღარ არის არც ქართველი ხალხი და არც ქართული სახელმწიფო! ძალიან მარტივია, არანაირი დიდი ფილოსოფია არც გამარჯვების ფორმულა და არც ათასლარიანი პენსია არ სჭირდება! რა დროს ათასლარიან პენსიებზე და რა დროს სხვა ტიპის პროგრამებზეა საუბარი?! ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ბიძინა ივანიშვილის მიერ პენსიონრებისთვის ჩამოწერილი ვალები უშველის ქვეყანას? თუ პენსიონერმა, ვისაც ვალის პროცენტი შეუმცირეს, ის არ გაიაზრა, რომ მისი შემცირებული ვალის პროცენტის ნაცვლად, მისი შვილიშვილი და შვილთაშვილი სამუდამოდ კარგავს თავის სამშობლოს, მაშინ ყოჩაღ, პენსიონერებს! იმედი მაქვს, ამ ხალხს იმდენი კეთილგონიერება ეყოფა, რომ ამ ქვეყანას თავის ბანკის პროცენტებს არ გადააყოლებენ!

ავტორი: ლელა ჯეჯელავა

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა