გოჩა მირცხულავა: სალომე ზურაბიშვილის დავარცხნილი რაღაცა დებულებები საერთოდ აცდენილია დღევანდელ რეალო
2024-2028 წლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 22 ბრენდული სასტუმროს გახსნა იგეგმება. აღნიშნულის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე წლის მარტის ბოლოს განახლებული ინფორმაციიდან ვიგებთ.
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის მარტში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის მიერ საზოგადოებისთვის წარდგენილი 2023 წლის ანგარიშისა და 2024 წლის გეგმების მიხედვით, 2023-2024 წლებში ქვეყანაში სასტუმროების მოსაწყობად ჯამში 220 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება. ამასთან, 2024-2027 წლებში ეს ინვესტიცია 1 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მომდევნო წლებში განთავსების ობიექტებზე ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 9 300-ს მიაღწევს და ქვეყნის მასშტაბით 320-მდე განთავსების ახალი ობიექტი შეიქმნება, ხოლო საწოლი ადგილების ოდენობა 2024/27 წლებში 37 000-ს გადააჭარბებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2024 - 2027 წლებში ახალი სასტუმროების გახსნით ქვეყანაში სასტუმრო ოთახების რაოდენობა 2 865-ით, ხოლო განთავსების ადგილების რაოდენობა 5 550-ით გაიზრდება.
უწყების მონაცემებით, დღეისთვის ქვეყანაში ახალი 302 სასტუმროა, რომელთა ოთახების რაოდენობა 15 913-ია, განთავსების ადგილების რიცხვი კი 31 551-ია. მომდევნო წლებში ახალი სასტუმროების გახსნის შემდეგ ახალი სასტუმროების რაოდენობა 324-მდე გაიზრდება, სადაც ჯამში 18 778 ოთახი იქნება, ამ სასტუმროებში განთავსების ადგილების რაოდენობა კი 37 101-მდე გაიზრდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს შემდეგი სასტუმროების გახსნა იგეგმება:
2025 წელს შემდეგი სასტუმროების გახსნაა დაგეგმილი:
2026 წელს დაგეგმილია შემდეგი სასტუმროების გახსნა:
2027 წელს ამ დროისთვის დაგეგმილია ერთი სასტუმროს გახსნა:
2028 წელს კი Hilton Garden Inn-ის გახსნა ქობულეთში, რომელსაც 200 ოთახი და 400 განთავსების ადგილი ექნება.