ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours
Macron, Merz to discuss support for Ukraine, European defense
President Zelensky outlines key priorities for Ukraine's new government
NATO chief expects Ukraine's new defense minister to maintain current strategy toward Russia
ტრამპი: „ირანში დიდ გამარჯვებას ვაღწევთ, შედეგს ძალიან მალე იხილავთ“

„მასხარა ზელენსკი“ და ქართველი „ბრძენი კაცი“

17.06.2024 ნახვები: 2993

მაშ ასე, კითხვა „რა სურს პუტინს, და რა პირობებზეა ის თანახმა შეაჩეროს ომი?“ აქტუალური უკვე არაა.

მისი განცხადება ამასთან დაკავშირებით საკმაოდ გასაგებია და მკაფიო - უკრაინამ უნდა აჩუქოს მას ტერიტორიის 20%. თანაც საუბარი ამ ეტაპზე არ მიდის კონფლიქტის გაყინვაზე ფრონტის ხაზზე - ანუ, ე,წ. „კორეული ვარიანტი“, როდესაც საბრძოლო მოქმედებები წყდება დღეისთვის არსებულ საზღვრებზე, ამის გაფორმება არანაირად არ ხდება, ფორმალურად კი ომი გრძელდება, თუმცა, ფაქტობრივად არა. ანუ, ის, რასაც ათწლეულების მანძილზე ვხედავთ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის.

თუმცა, პუტინის ამბიციები ბევრად შორს მიდის - მისი მოთხოვნით უკრაინელებმა უნდა ჩააბარონ 4 ოლქი და გაიყვანონ თავიანთი ჯარები მათ მიერ კონტროლირებადი ნაწილებიდანაც. რაც თავისთავად სიახლეა, რადგან ასეთ თავხედობას არავინ ელოდა - კარგი, გასაგებია, „გადაიფორმო“ ის, რასაც რეალურად აკონტროლებ, მაგრამ მოითხოვო ის, რაც უკვე დაკარგე და ომით ვერ იბრუნებ - ეს მეტის მეტია.

ამას ჰქვია „კაპიტულაცია“. ამაზე არავინ არ წავა. ასეთ კაბალურ შეთანხმებას არ მოაწერს ხელს არც ერთი ნორმალური ქვეყანა. ალბათ ქოც-საქართველოს გარდა.

ქოც-პროპაგანდის ერთ-ერთი თეზისი მდგომარეობს იმაში, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და უკრაინაში მიმდინარე სისხლისღვრაში დამნაშავეა „მასხარა ზელენსკი“, რომელმაც ეს შანსი არ გამოიყენა.

ქოც-იდეოლოგიის თანახმად, ომის თავიდან არიდებისთვის საკმარისი იყო უკრაინის მიერ ნატო-ზე უარის თქმა.

„რა აზრი აქვს ნატოში შესვლის სურვილს მაშინ, როდესაც მაინც არ გიღებენ? ჰო და ეთქვა ნატოზე უარი მასხარა ზელენსკის, და ომი არ იქნებოდა“ - ამბობენ ისინი.

ასევე ქოც-ნახირში ჭარბობს აზრი, რომ ომის გაჩერება ნებისმიერ მომენტში შეიძლება - მცირე ტერიტორიული დათმობების ხარჯზე, მაგრამ „მასხარა ზელენსკი“ ამაზე არ თანხმდება.. ალბათ გლობალური ომის პარტიის დავალებას ასრულებს... თუმცა, პუტინმა თავისი „სამშვიდობო ინიციატივით“ სრულად გააუფასურა ეს პროპაგანდისტული არგუმენტები.

მის მოთხოვნებში პირველ ადგილზეა არა ნატო, არამედ უკრაინული მიწების მითვისება. მას არ დაუწყია ომი ნატოს გამო - მისი მიზანია უკრაინის , როგორც სახელმწიფოს მოშლა და დამორჩილება. პუტინი და რუსების უმრავლესობა კატეგორიულად მიიჩნევენ, რომ არანაირი უკრაინელი ერი არ არსებობს. და სინამდვილეში „უკრაინელი“ რუსის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. სწორედ ამიტომაა ტერიტორიების საკითხი პირველ ადგილზე, ხოლო ნატოში კიევის არშესვლა - მეორეხარისხოვანია.

ასევე არ მოქმედებს ქართველი რუსეთუმეების მტკიცებები, რომ პუტინს უნდა მშვიდობა, და მის დამყარებაში მას ხელს უშლის მასხარა ზელენსკი. სინამდვილეში, პუტინის განცხადებამ სრულიად ცალსახად დაანახა ყველას ვისაც აზროვნების უნარი ქირად არა აქვს მიბარებული ივანიშვილისთვის - მას არ სურს არანაირი მშვიდობა. ის აყენებს პირობებს რომელთა შესრულება შეუძლებელია. დღეს ამაში დარწმუნდა მთელი ცივილიზებული სამყარო.

ალბათ აქაც, ქოც-საქართველოს გარდა, რომელიც სამხედრო წინააღმდეგობას უაზრობად და ადამიანს, რომელმაც თავი შესწირა ქვეყანას, გმირად კი არა, არამედ შტერად მიიჩნევს.

„სად მიძვრებოდა, რა მისი საქმეა,  ვინ უშლიდა ხელს? მას ვინ ეკითხებოდა?“ - ქოცების აზროვნების ძირითადი წიაღსვლა.

„ოცნება“ რომ იყოს უკრაინაში ხელისუფლებაში, პუტინის ამ შემოთავაზებაც სიამოვნებით მიიღებდა, და იქეთ კიდევ ხარკოვს და ოდესასაც მიაყოლებდა - რუსეთი რომ არ გაბრაზდეს.

ვირთხა ვერასდროს ვერ გაიგებს არწივის მოტივაციას. ამდენი შესმენა ქოცს არაფერში არ ჭირდება. მთავარია დაუჯეროს გოგა ხაინდრავას, რომ მალე ამერიკაში სამოქალაქო ომი იქნება, რომ ევროპას მიგრანტები შეჭამენ.

რაც მთავარია - ზელენსკია მასხარა, ხოლო ბიძინა - სიბრძნით სავსე რაინდი.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა