თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„საქსტატი“ - 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 319.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ნახვები: 856 „საქსტატი“ - 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 319.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 319.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8%-ით ნაკლებია, აქედან ექსპორტი 2 847.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 6.7%-ით), ხოლო იმპორტი 7 471.8 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 0.2%-ით).

„სტატისტიკის“ თანახმადვე, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-ივნისში, 4 624.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8%-ია.

„2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (453.4 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (354.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (340.1 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.4% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 529.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 197.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (855.0 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 933.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 156.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.5%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 143.0 მლნ. აშშ დოლარით (5.0%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 246.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 631.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.5%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 318.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.3 %)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა