წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ექიმი-ონკოლოგი და ცდილობთ სიმსივნის მკურნალობას ქიმიოთერაპიის ან ქირურგიული ჩარევის გარეშე. ჰუმანისტი ხართ, არ გინდათ ადამიანი ზედმეტად დაიტანჯოს.
ამ დროს თქვენ ძალიან კეთილი ადამიანი ხართ, მაგრამ ძალიან ცუდი ექიმი...
იმავეს თქმა შეიძლება ამერიკის და ევროპის სასანქციო პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში, რომლის მთავარი თეზისიც არის „არ უნდა დავაზარალოთ ქართველი ხალხი და ზომები მივიღოთ მხოლოდ მმართველი გუნდის წინააღმდეგ“.
რა თქმა უნდა, ასეთი კაცთმოყვარეობა მისასალმებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება დასავლური ცივილიზაციის მთავარ მოკავშირეს და დასაყრდენს ქვეყანაში - ქართველ ხალხს. თუმცა, გავა დრო და ამერიკაც და ევროპაც დარწმუნდებიან - ეს მიდგომა ჰუმანურია, მაგრამ არაეფექტური.
მდიდარი მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს - პერსონალური სანქციები როგორც წესი, სასურველ შედეგს არ იძლევა. გამონაკლისი არც საქართველო იქნება. მსხვილკალიბრიანი ქოცები თვეების მანძილზე ემზადებოდნენ სანქციებისთვის - გადაიტანეს ფული ქეშში, ქონება გადაუფორმეს საიმედო ნათესავებს და ახლობლებს, ასე რომ სიღატაკე მათ არ ემუქრებათ.
რა თქმა უნდა, სამოგზაურო შეზღუდვები მათთვის და მათი ოჯახების წევრებისთვის დიდი დარტყმა იქნება - ისინი ვერ ივლიან მილანში შოპინგზე და პარიზში სელფების გადასაღებად. მათ დაწყევლიან ცოლები, განუდგებიან კაი-კაი ქვეყნებიდან გამოძუნძულებული შვილები.
თუმცა, ისინი არ დანებდებიან, რადგანაც მათთვის ამ ეტაპზე ეს ბრძოლა არის ბრძოლა გადარჩენისთვის. მსხვილფეხა ქოცებისთვის, ძალაუფლების დაკარგვა დღეს უკვე ნიშნავს სამუდამო პატიმრობას სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. ისინი ამ ეტაპზე არა მხოლოდ ფულის და ძალაუფლებისთვის, არამედ საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძვიან.
აქედან გამომდინარე - ყველაფერს მოითმენენ და უკან არ დაიხევენ. დასავლეთს მოუწევს იმის გააზრება, რომ პერსონალური სანქციებით შორს ვერ წახვალ და ამიტომაც სამწუხაროდ აუცილებელი იქნება სანქციების გაფართოება არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართებაში.
ეს უკიდურესად მტკივნეული და არასასურველია, მით უმეტეს ქვეყნის მიმართ, რომელიც 30 წელი იყო ერთგული მოკავშირე. მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. იმ ვითარებაში, როდესაც მმართველ ელიტას თავი ქუდში აქვს და არაფრის არ მეშინია, საჭიროა უფრო სწრაფი და დაუნდობელი სანქციები.
თუ გსურთ გატეხოთ მეჯოგე - უნდა დაარტყათ ჯოგს.
„ქართული ოცნება“ არარაობაა მხარდამჭერების გარეშე და სწორედ ამ ფენაზე - მხარდამჭერებზე - უნდა იყოს გამიზნული სასანქციო იარაღი. როგორც მინიმუმ უნდა დასანქცირდეს ძალოვანი სტრუქტურები, განათლების სამინისტრო, როგორც ქოცობის ბუდე, უნდა გაუქმდეს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან.
საქართველოდან უნდა წავიდეს ყველა საერთაშორისო ფონდი თუ ფინანსური ინსტიტუტი, უნდა შეჩერდეს პროექტები, რომლებიც ხორციელდება უცხოური დაფინანსებით. ასევე უნდა განადგურდეს ქოცებთან დაახლოებული ყველა ბიზნესი, ფინანსური ინსტიტუტი, თუ მედია საშუალება - ქართუ, ლიბერთი ბანკი, ვისოლი, და ა.შ.
დარტყმის ქვეშ უნდა აღმოჩნდეს მოსახლეობის კატეგორია, რომელიც ძირითადად წარმოადგენს ხელისუფლებას დასაყრდენს - ადმინრესური, პოლიციელები, ძველი ბიჭები, უსაქმურები, სოციალურად დაუცველები, ბრგე ვაჟკაცები-ოჯახი სიწმინდის აქტიური დამცველები, რომლებმაც ცოლები იტალიაში გააგზავნეს, მეტადონის და ც-ჰეპატიტის ელიმინაციის და მსგავსი პროგრამების ბენეფიციარები, და ა.შ.
და რა თქმა უნდა, აუცილებლად შესაჩერებელია უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. რაც წარმოშობს საოცარ აგრესიას ხელისუფლების მიმართ იმ კატეგორიის მხრიდან, რომელიც ევროპაში მუშაობს და საქართველოში მუქთახორა-ოჯახებს არჩენს - და სხვათა შორის მუქთახორები და უსაქმურებიც „ოცნების“ ამომრჩევლები არიან.
დღეს ევროპა-ამერიკა ცდილობენ გამოვიდნენ ამ ჩიხიდან მინიმალური დანაკარგებით, თუმცა, მალე მოუწევთ აღიარება - კიბოს მკურნალობა ბალახებით და აბებით შეუძლია.
საქართველოს ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევს ამ სიმსივნის ამოკვეთისთვის, ეს გარდაუვალია და რაც უფრო ადრე მიხვდება ამას დასავლეთი - მით უკეთესი ჩვენთვისაც და თავად დასავლეთისთვის.
ავტორი: თენგიზ აბლოთია