კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა გვარამია - საქართველოში იმყოფება აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაცია

ნახვები: 338 ნიკა გვარამია - საქართველოში იმყოფება აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაცია

აქ [საქართველოში] იმყოფება მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაცია, მასთან შეხვედრები აქვს ოპოზიციას, ასევე თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას და პროცესები ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის,- ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ოპოზიციის ალიანსის“ სახელით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 26 მაისს დაანონსებული აქციის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, აპირებენ „რეჟიმის ჩამოშლას“ უწყვეტი პრინციპული პროტესტით, რომელიც 500 დღეზე მეტია მიმდინარეობს.

„მოვუწოდებ „ხელისუფლებას“ თავი შეიკავოს ნებისმიერ ინციდენტისგან. აქ იმყოფება მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაცია, მასთან შეხვედრები აქვს ოპოზიციას, ასევე თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასაც და პროცესები ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყველამ შეიკავოს თავი უკანონო ქმედებისგან, ყველა უკანონობაზე არსებობს პასუხი. ნებისმიერი ტიპის ესკალაციისგან შეიკავოს თავი ყველამ. ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი და ემყარება კონსტიტუციურ უფლებებს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, „ოპოზიციური ალიანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ოპოზიციის ალიანსის“ სახელით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალ, 19:00 საათზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი მარშით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა