გიორგი ვაშაძე - გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან
War update: 214 clashes on front lines, heaviest fighting in Pokrovsk, Novopavlivka sectors
Russia's war casualty toll in Ukraine rises by 1,040 over past day
Ukraine to deploy drones for frontline medical evacuations – CinC Syrskyi
Russian agent preparing attacks on Kharkiv's energy infrastructure detained
Ukraine offers university support for students from occupied territories
Vatican Embassy in Kyiv damaged during Russian attack
Russia intends to prolong the war – Zelensky

გიორგი კალანდარიშვილს კარგი წინაპირობა აქვს, რათა არჩეული იყოს-მიხეილ სარჯველაძე

14.01.2022 ნახვები: 338

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გიორგი კალანდარიშვილს კარგი წინაპირობა აქვს, რათა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაამტკიცონ.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, გიორგი კალანდარიშვილმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა როგორც თანამდებობაზე არჩევის დროს, ასევე მის მიერ ჩატარებული არჩევნების მართვით.

დეპუტატის თქმით, მას მოლოდინი არ აქვს, რომ კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს ოპოზიცია დაუჭერს.

„პარლამენტს მოუწევს, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაზე გადაწყვეტილება მიიღოს. როგორი იქნება ცალკეული ოპოზიციური პარტიების პოზიცია, ამას დავაკვირდებით. მეჩვენება, რომ უმრავლეს შემთხვევაში, ადგილი აქვს არაარგუმენტირებულ პოზიციას და ეს არის თუნდაც მათი განცხადება იმის შესახებ, რომ გიორგი კალანდარიშვილის ხელში არჩევნები გაყალბდა და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს დასაბუთებული და არგუმენტირებული არ არის. გიორგი კალანდარიშვილს კარგი წინაპირობა აქვს, რათა არჩეული იყოს, თუმცა ეს გარდაუვალი ნამდვილად არ არის, ამას სჭირდება განხილვის პროცესი. მას შანსები კარგი აქვს, რადგან კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი როგორც არჩევის დროს, ასევე მის მიერ ჩატარებული არჩევნებით - გაწეული მართვა და ადმინისტრირება დადებით შეფასებას იმსახურებს, რაც მხედველობაში იქნება მიღებული. დიდი მოლოდინი არ მაქვს იმის თაობაზე, რომ ობიექტური მოცემულობის მიუხედავად, პარლამენტს საყოველთაო კონსენსუსის უნარი აღმოაჩნდება, რადგან საამისოდ საჭიროა, ოპოზიციის მხრიდან ობიექტური განწყობების ჩამოყალიბება", - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა