Global Tech Weekend Tbilisi 2025 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
ელენე ხოშტარია - ახლანდელი დაჭერები სწორედ ამას ემსახურება, რომ ფსიქოლოგიურად გავტყდეთ
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონიდან იმ მუხლის ამოღებაც იგეგმება, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება
CinC Syrskyi: Russian summer offensive stalling, advance in Sumy region halted
Russian agent arrested in Kyiv for attempted bombing of Ukrainian soldier
Russia infiltrating saboteurs into Sumy region, mainly in two communities – SBGS spox
Ukrainian paratroopers capture 15 Russian soldiers in Sumy region
War update: 154 combat clashes in 24 hrs, intense fighting in Pokrovsk sector

ზურაბ ჯაფარიძე - ს გლოვა, “ვაიმე პოლიტიკოსები დაიჭირეს” უნდა დასრულდეს

26.06.2025 ნახვები: 226

"გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან წერილს აგზავნის - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას ონლაინ პლატფორმა, სადაც ყველა ის მოქალაქე დარეგისტრირდება, რომელსაც "რეჟიმის ცვლილება" და "საქართველოს ისტორიულ გზაზე დაბრუნება" უნდა. 

ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ონლაინ პლატფორმის ჩამოყალიბება იქნება პირველი ეტაპი იმისთვის, რომ საზოგადოებამ "ერთმანეთი დაინახოს, შიში დაძლიოს და გამარჯვების ირწმუნოს".

ისევ იმის თქმით დავიწყებ, რომ მე მხოლოდ TV-ს ვუყურებ, ნული წვდომა მაქვს სოც.ქსელებთან და პრაქტიკულად ნული კომუნიკაცია პოლიტიკოსებთან.  ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ესაა რასაც ვფიქრობ: 

1. ეს გლოვა, “ვაიმე პოლიტიკოსები დაიჭირეს” უნდა დასრულდეს.
არაფერი მოულოდნელი არ ხდება აქ და ახლა, ისევე როგორც, არაფერი ისეთი არ ხდება, რაც აქამდე არ მომხდარა ბევრგან, ბევრჯერ კაცობრიობის ისტორიაში.  მითუმეტეს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ფსკერი, უარესები გველის მანამ სანამ ყველაფერი კარგად არ იქნება. 

2. ბიძინა და ეს რეჟიმი 1 დღეში არ გამხდარა არც დიქტატორი და არც რუსი. 

ამიტომ რეჟიმისთვის რეჟიმის დაძახება, მისი დელეგიტიმაცია, მასთან ტყუილში არ თანამონაწილეობა თუ ახლა სწორი სტრატეგიაა, ეს სწორი სტრატეგია იყო 1 წლის წინაც და 5 წლის წინაც.  ყველაფერი, რასაც ამის საპირისპიროს ვაკეთებდით - იყო შეცდომა. ყველა, ვინც ამათ რუსს და ამათ მმართველობას რეჟიმს ეძახდა - იყო მართალი თავიდანვე. 
ვინც არ უნდა იყოს ეს ხალხი.  ეს არ ნიშნავს, რომ ვინც ცდებოდა, გასარიყია. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ვინც არ ცდება, იმათ მეტად დაუგდეთ ყური. 

3. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა ხდება, არის ის, რომ ყველა ერთობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს. 

ერთობა არ არის მოგების გარანტია, მაგრამ აუცილებელი წინაპირობაა. ოღონდ ახლა ვუყურებ და ისე ჩანს, თითქოს ყველა ყოველთვის ერთობის მომხრე იყო. ტყუილია ეს და სიყალბით არაფერი გამოვა. ზოგს არ სჯეროდა, რომ გამოვიდოდა და ამიტომ ამბობდა ერთობაზე უარს, ზოგს კვლევები სხვა რამეს ეუბნებოდა, ზოგი “ნაცებთან ერთად” არ დგებოდა და ზოგი “ქოცებთან”. 

აქ მთავარი ის კი არაა, ვინ რა პოზიციაზე იყო ადრე, მთავარი ისაა, რომ დღეს სჩადის სიყალბეს და რისთვისაა ეს სიყალბე საჭირო? რომ გამოჩნდეს, თითქოს სულ სწორ პოზიციაზე იყავი და პირადი თუ პარტიული ქულები ჩაიწერო? 
აი, აქ გვენძრევა. 

დღეს რომ კიდევ პირად და პარტიულ ქულაზე ფიქრობ და არა სიმართლეზე, ეგ გვასუსტებს ყველას ერთად. 
ნუ შვრებით მაგას. არც პარტიული თუ კოალიციური ნომრების პიარია სწორი.  ჩემი პროზაიკული ნიჭი არ ეყოფა იმის აღწერას, რამდენად სასაცილოდ ჩანს ეგ ამბავი აქედან. 

4. არც ისეთი “ცუდები” აღმოჩდნენ ეს პოლიტიკოსები კრიტიკაც მოსულა და ლანძღვაც. მაგრამ ეს “იმათთან შეკრულია” უნდა დასრულდეს. 

არაფერი ისე არ გვასუსტებს, როგორც უნდობლობა.  უნდა გამოვიდეთ 90-იანებიდან, როცა ყველას ყველა სუკის აგენტი ეგონა. არ არსებობს გარიგება, რომლის გამოც ადამიანი აქ ჩაჯდება, მითუმეტეს, რომ არავინ იცის აქედან ვინ როდის გავა გარეთ. 

5. ბოლო შეხვედრებზე აქტივისტებთან, პროტესტანტებთან, დაჭერილების ოჯახის წევრებთან, სადაც პარტიების კრიტიკა ისმოდა, ყველას ვეკითხებოდი, რა ხდება მაშინ, თუ ჩვენ ყველას გვიჭერენ? მაშინ რას აკეთებთ?  ამას ნიშნის მოგებით არ ვაკეთებდი. მართლა მაინტერესებდა და მათთვისაც მითქვამს, რომ ეგ რეალობა დადგებოდა და როცა ვამბობდით: “დღეს ყველანი პოლიტიკოსები ხართ”, ეს არ იყო ლამაზი სიტყვები. ის, რომ კენჭი არ გიყრიათ, პარტიაში არ ყოფილხართ და პოლიტიკოსს არასოდეს გეძახდნენ, არაფერს ნიშნავს. ყველას მოგიწევთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, საჯაროდ ლაპარაკი, შეცდომების დაშვება და ამის გამო, ლანძღვის ატანა. ყველას წამოგცდებათ სისულელე და დაგცინებენ. 
ყველას მოგიწევთ ფასის გადახდა საკუთარი დროით, ნერვებით. ყველას მოგიწევთ ათასნაირ ადამიანთან ურთიერთობა, ათასი სისულელის მოსმენა, მოგიწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება. მოგიწევთ პირადი ცხოვრების ნაწილზე ან სრულად უარის თქმა. სხვანაირად ვერ მოვიგებთ. 

და პოლიტიკოსობა სხვა არაფერია იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ვართ. მეტიც, ამას ემატება ჯარიმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, პროპაგანდით გაშავება და შეიძლება ციხეც. საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლაში გამარჯვება დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანია ამაზე წამსვლელი ამ ქვეყანაში. რამდენი ადამიანია, ვინც სიმართლისთვის ბრძოლას გაბედავს. რამდენი ადამიანია პოლიტიკოსობისთვის მზად. ბიძინას და რუსებს ჰგონიათ, რომ ცოტა. მე მგონია, რომ არც იცნობს ქართველს, არ წაუკითხავს ვეფხისტყაოსანი, არ იცის, რას წერდა ვაჟა-ფშაველა, და შესაბამისად, დროებით წარმატებით გაბრუებული, ვერც ხვდება, რას დაეჯახა.

6. ერთობის ამბავს დავუბრუნდები. 70 წელი დედამო%&ნულმა საბჭოთა კავშირმა და მანამდე 1 საუკუნე რუსეთის იმპერიამ ვერ დააჯერა ქართველს, რომ ქალის ცემა სწორია, რომ ათის მიერ ერთის ცემა სწორია, რომ “პაგონებს” ამოფარებული ბლატაობა ვაჟკაცობაა, რომ სახეში ქალი რომ ხელს გაგარტყამს, პოლიციაში უნდა გაიქცე, რომ ფეხმძიმე ქალთან დილის 8ზე ბინაში შევარდნა მოსულა, რომ ნარკოტიკების ჩადებით შეიძლება რაღაც დიადი მიზნისთვის იბრძოლო და ა.შ და ვის გჯერათ, რომ ბიძინა შეძლებს ამას? 

აქედან ისე ჩანს (შეიძლება ვცდები, მაგრამ მეეჭვება) თითქოს ერთობის აუცილებლობაზე კონსენსუსია. მაგრამ გაუგებარია, ერთად რა უნდა გავაკეთოთ.  და რადგან ეს გაუგებარია, ამიტომ ნაწილი ფიქრობს ე.წ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მობილიზაციაზე (ეგ მეტნაკლებად გასაგები პროცესი ჩანს და მაგის კეთების გამოცდილება არასებობს), რატომაა ეს არასწორი, აღარ დავწერ, მომბეზრდა გამეორება. 

რისი გაკეთება მგონია სწორი, მაგას დავწერ: 

ა. რეჟიმი დგას ტყუილზე. ბევრ ტყუილზე და მთავარი ტყუილი, რომელზეც დგანან არ არის არც დიპსტეიტთან ბრძოლა და არც ბიძინას კეთილშობილება, მთავარი ტყუილი არის ის, რომ ისინი არიან უმრავლესობა! 
მთელი მათი პროპაგანდა ემსახურება უმრავლესობის დახატვის მიზანს. 

ყველა გორბის კვლევა იგივე ამბავია. ათასობით ტროლ-ბოტი იგივეა. მიტინგებზე ძალით და ფულით მოყვანილი ხალხი - იგივეა. არჩევნების გაყალბება - იგივეა. რეჟიმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დახატოს სურათი, რომ უმრავლესობა მას უჭერს მხარს. ამიტომ ლაპარაკობენ მუდმივად ხალხის სახელით. ამიტომ ძალადობენ, რადგან ისე აგებენ, რადგან ისე ხვდებიან, რომ ვერანაირი პროპაგანდა და ვერანაირი დაშინება ვერ ზრდის მათი მომხრეების რიცხვს. არავინ ისე ზუსტად არ იცის რომ უმცირესობაში არიან, როგორც თავად მათ. 

ბ. სწორედ იმიტომ, რომ ისინი დგანან ამ მთავარ ტყუილზე, ჩვენ არ უნდა შევიდეთ არცერთ ისეთ თამაშში, სადაც ისინი ითვლიან! ყველა ასეთი მცდელობა განწირულია კრახისთვის და შემდგომი აპათიისთვის. 

გ. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთად ისეთი თამაში, პოლიტიკური პროცესი, რომელიც დროში განვრცობადად (და არა ერთი საღამოს შეკრებით) აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა (2x-ჯერ მეტნი ვართ) და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ. 

დ. ეს შეიძლება შეუძლებელი ყოფილიყო წლების წინ, მაგრამ დღეს შესაძლებელია - ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას და საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ გზაზე, ევროპისკენ. 

ამ იდეაზე სხვადასხვა ფორმით უკვე ლაპარაკობს ბევრი. ეს გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს. ეს აიძულებს ყველას, აკეთოს ის, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია - დააძლევინოს შიში გარშემომყოფებს და დაარწმუნოს პლატფორმაზე რეგისტრაციის აუცილებლობაში. ეგაა დღეს პოლიტიკა, სხვა პოლიტიკა არ არსებობს. ან ყველა საჯაროდ გამოვდივართ და ვაფიქსირებთ, რომ რუსებმა უნდა გაა%ვან, ან ვერ ვიგებთ. ჩირგვებში ყოფნის დრო დამთავრდა. ონლაინ პლატფორმა არის ჩირგვებიდან გამოსვლა. რასაც ვწერ, ეს არ არის ბიბლია, შეიძლება სხვანაირად გაკეთდეს, მაგრამ პრინციპი რომ სწორია, თავს დავდებ. 

ე. ეს არის პირველი ეტაპი, რომ დავინახოთ ერთმანეთი, დავძლიოთ შიში, ვირწმუნოთ, რომ დიდი უმრავლესობა ვართ და ვირწმუნოთ გამარჯვების. ეს რუსებმაც უნდა დაინახონ. უნდა დარწმუნდნენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩაიდინეს, რაც დახარჯეს, რაც დრო დაკარგეს, ჩვენ დავრჩით ქართველებად და უმრავლესობა არ შევშინდით, არც გავიყიდეთ. როცა რეჟიმში ბზარებზე ვლაპარაკობთ, ვერაფერი სხვა ვერ გააჩენს ისეთ ბზარებს, როგორც ჩვენი სიმრავლის მუდმივი დემონსტრირება. 

ვ. ეს ეტაპი გასავლელია, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება მოვა მხოლოდ ქუჩაში. როცა ყველა დავინახავთ და დავიჯერებთ, რომ გაცილებით მეტნი ვართ, როცა ისინიც დაინახავენ, რომ არ გვეშინია, ამის მერე თუ რამდენიმე რუსი ნაბიჭვარი ისევ ცდილობს ძალაუფლების უზურპირებას, მერე მშვიდობიანად ალეწავ თავ-ყბას. 
თუ ამას არ შვები, მონა ხარ.” - წერს ჯაფარიძე. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა