უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

საია - ცვლილებები პირდაპირ განზრახვით მიმართული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქების შეზღუდვისკენ

ნახვები: 467 საია - ცვლილებები პირდაპირ განზრახვით მიმართული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქების შეზღუდვისკენ

არაერთმა მედიასაშუალებამ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკრეტულ - თერთმეტპირიანი საქმის სასამართლო სხდომაზე ვიდეო და აუდიო ჩაწერის თაობაზე, თუმცა სხდომის დაწყებამდე მათ მიმართ უკუკავშირი საბჭოდან არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა სხდომის განმხილველ მოსამართლე - ნინო გალუსტაშვილსაც სთხოვეს, გამოეცხადებინა შესვენება და კომუნიკაცია დაემყარებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მედიების დაშვების საკითხის დაზუსტების მიზნით, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის თხოვნა არ გაითვალისწინა.

„საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც სასამართლოში მედიის დაშვების შეზღუდვას ემსახურებოდა, დღეს, 30 ივნისს, ფაქტობრივად ამოქმედდა.

დაუშვებელი გახდა - სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. ხოლო გადაღებული მასალების გავრცელება სასამართლოს დისკრეციის ფარგლებში მოექცა - სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს ან არ გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები.

სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე ტრანსლაცია, შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.

კანონის ამ ნაწილის ამოქმედებიდან პირველივე დღეს გამოვლინდა მისი აღსრულების პრობლემა, რომელმაც მედია საშუალებების ფუნქციონირება შეუძლებელი გახადა. არაერთმა მედიასაშუალებამ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკრეტულ - თერთმეტპირიანი საქმის (აქციების კონტექსტში დაკავებული: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის) სასამართლო სხდომაზე ვიდეო და აუდიო ჩაწერის თაობაზე, თუმცა სხდომის დაწყებამდე მათ მიმართ უკუკავშირი საბჭოდან არ ყოფილა.

სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა სხდომის განმხილველ მოსამართლე - ნინო გალუსტაშვილსაც სთხოვეს, გამოეცხადებინა შესვენება და კომუნიკაცია დაემყარებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მედიების დაშვების საკითხის დაზუსტების მიზნით, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის თხოვნა არ გაითვალისწინა.

აღნიშნული ბიუროკრატიული მექანიზმი პრაქტიკულად სრულად უზღუდავს მედიას პროცესების გაშუქებას. საგულისხმოა, რომ ზოგიერთი სასამართლო ეტაპის სასამართლო სხდომები - ე.წ. პირველი წარდგენის სხდომები მცირე საპროცესო ვადების გამო, ხშირად მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე ინიშნება. ასეთ ვითარებაში, მედიებს პრაქტიკულად არც კი დარჩებათ დრო, რომ მიიღონ დროულად პასუხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან.

ნათელია, რომ აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ განზრახვით მიმართული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქების შეზღუდვისკენ.

ყოველივე ზემოაღნიშნული, სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი სტრუქტურული პრინციპის, საჯაროობისა და გამჭირვალობის, საწინააღმდეგო გამოვლინებაა. დაუსაბუთებლად დახურულად წარმოებული სამართალწარმოება ტოვებს აღქმას საზოგადოებაში, რომ სასამართლოს ინტერესში არ შედის საზოგადოების ინფორმირება მართლმსაჯულების ხარისხის შესახებ, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება სასამართლო სისტემის რეპუტაციაზეც“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა