მამუკა ხაზარაძე - ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი: ვამაყობ ჩემი გუნდით
დიმიტრი მედვედევი - სავსებით შესაძლებელია, წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოს შენობაზე ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსული ხომალდიდან „ონიქსის“ ზებგერითი რაკეტის წერტილოვანი გამოყენება
თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა
რატი ბრეგაძე - სააკაშვილის ადვოკატებმა გასულ წელს მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და ვნახეთ, რა შედეგიც დადგა, ძირითადი სარჩელიც კი გამოითხოვეს
პოლონელი ექიმების მისია ჩემი ბოლო შანსია, რომ ვიცოცხლო - მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ
ნათელაშვილი ჰააგას ტრიბუნალს: დააპატიმრეთ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი!
"ბატონო მოსამართლეებო, ყურადღებით იყურეთ ცაში" - მედვედევი ჰააგას ემუქრება

დავით არახამია - უკრაინა აგვისტოს ბოლოს შეძლებს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას

06.18.2022 | 16:21

უკრაინა შეძლებს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, აგვისტოს ბოლოს, ზოგიერთ ადგილას კონტრშეტევის შემდეგ.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.

„ჩვენ არ გვინდა ჩვენი გეგმები გავუზიაროთ რუსებს, რადგან ისინი ამას ღია წყაროებში ხედავენ, მაგრამ ვფიქრობ, ზოგიერთ ადგილას ჩვენ კონტრშეტევით ოპერაციებს ჩავატარებთ“, – აღნიშნა არახამიამ.

მისი თქმით, ამჟამად, უკრაინა მოლაპარაკებების აღდგენის შესაძლებლობას არ განიხილავს. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე არ გააძლიერებს თავის ძალებს და რუსული ძალები არ დაუბრუნდებიან იმ პოზიციებს, რომლებზეც 24 თებერვლამდე იყვნენ.

„ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ რაიმე სახის პოლიტიკური შეთანხმება, როგორიც ჩვენ სტამბოლში შევთავაზეთ. მაგალითად, რამდენიმე წელი ყირიმის საკითხს არ შევეხებით. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ სამხედრო გზით, მაგრამ ვაკეთებთ დიპლომატიურად და პოლიტიკურად“, – აღნიშნა არახამიამ.