რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

საქართველოს ამ გადამწყვეტ მომენტში საშინლად არ გაუმართლა ანუ ბორენკა და წრეზე სიარული

06.22.2022 | 10:30 ნახვები: 818

მაშ ასე, ქვეყანამ იარა, იარა,იარა მინიმუმ 20 წელი იმის შემდეგ, რაც 90-ანი წლების სისხლიანი ქაოსი მეტ-ნაკლებად დასრულდა და დაბრუნდა იქ, საინადაც იწყებდა. წრე შეიკრა, და ამჟამად ყველაფერო თავიდან იწყება.

20 წელი ქვეყანა წვალებით, კუს ნაბიჯებით. მაგრამ მაინც მიიწევდა წინ ევროპისკენ და სწორედ მაშინ, როდესაც პირველი რეალური ნაბიჯის გადადგმის დრო მოვიდა - ის იხევს უკან.

ქართული პოლიტ-აბსურდის მწვერვალი - საქართველო მიდიოდა ევროპული გზით მაშინ, როდესაც ეს დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. მაშინ, როდესაც თავისი იმპერიის სადარაჯოზე მდგომი რუსეთი ჩვენთვის ყოველდღიურ საფრთხეებს ქმნიდა. ეს მეტ-ნაკლებად ასე იყო შევარდნაძის პერიოდში, ეს ცალსახად ასე იყო ნაციონალების ხანაში და ეს მეტ-ნაკლებად ასე იყო ქოცების პირობებშიც კი.

ბედის მწარე ირონიაა იმაში, რომ ქვეყანა რუსეთისკენ ნაბიჯებს დგამს სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთი ისეთი დასუსტებულია, როგორც დიდი ხანია არ ყოფილა. ყველაზე დიდი და მწარე ირონია კი იმაშია, რომ საქართველო ევროპაზე უარს მაინც და მაინც მაშინ ამბობს. როდესაც პირველად 30 წლის მანძილზე ევროპა მზადაა მიგვიღოს,

ისტორიამ იცის ზოგჯერ ფანჯრების მოულოდნელი გახსნა. აი, როდესაც არავინ ელის და უცებ ხდება ისეთი რამ, რაც რელობას ცვლის, და ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს - მე-2 მსოფლიო ომმა ებრაელ ხალხს 20-საუკუნოვანი დევნილობის შემდეგ სახელმწიფოებრიობის აღდგენის შანსი მიეცა. უფრო ახლო მაგალითებიც არსებობს - 2020 წელს სომხეთში არეულობამ, ერევანზე მოსკოვის განაწყენებამ და თურქეთში ხისტი პოლიტიკოსის პრეზიდენტობის ერთობლიობამ მისცა აზერბაიჯანს დაკარგული მიწების დაბრუნების შანსი მისცა.

ორივე მაგალითი გვიჩვენებს, რა ხდება მაშინ, როდესაც ამ დროს ხელისუფლებაში ჭკვიანი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოღვაწეები არიან. საქართველოს ამ გადამწყვეტ მომენტში საშინლად არ გაუმართლა - ქართული ელიტა შედგება არა დავიდ ბენ-გურიონების ან თუნდაც ილჰამ ალიევებისგან, არამედ უპრინციპო, გამყიდველ. დაბოღმილ ბორენკას, ორ ირაკლის, მამუკას, და აჩიკოსგან.

ერთი ჩემი ნაცნობი ჟურნალისტი საქართველოს ხშირად უწოდებს " საბრალო, უპატრონო" ქვეყანას. ეს გარკვეულწილად სიმართლეა - მცირერიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყანას ჩვენნაირ რთულ რეგიონში ძალიან გაუჭირდება გადარჩენა ძლიერი მხარდამჭერის გარეშე. თანაც ეს უნდა იყოს არა ზოგადი პარტნიორი, როგორც შტატები და ევროკავშირი, არამედ პირადი, კონკრეტულად ამ ქვეყნის დამცველი და მისი ინტერესების გამომხატველი, ისეთი, მაგალითად, როგორც რუსეთი სომხეთის, თურქეთი აზერბაიჯანის და რუმინეთი მოლდოვისთვის.

ამ კუთხით, საქართველო მართლად უპატრონოა, თუმცა. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ უპატრონსთან ერთად ის უჭკუოა, აი ეს კი - უპატიებელო ცოდვაა.

რთულ გარემოცვაში მყოფი უპატრონო ერები, როგორც წესი საკუთარი თავის იმედად არიან, სწავლობენ დამოუკიდებელ ცხოვრებას და საბოლოო ჯამში უფრო გონიერები და რაციონალურები ხდებიან, ვიდრე მათი პატრონიანი მეზობლები. თუმცა, ეს საქართველოს არ ეხება - ქართველებს რომ ვუყურებ, ჩნდება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ისინი მათ ირგვლივ შექმნილ ვითარებას ადეკვატურად ვერ აღიქვამენ და შინაგანი მობილიზების ნაცვლად პატარა, უგუნური ბავშვებივით იქცევიან.

"ქართული ოცნება ამ წარმოუდგენელი ეროვნული ინფანტილიზმის ჭეშმარიტი სიმბოლოა - გამრუდმებული სარკე, არარეალური სამყარო, სადაც უპატრონო და ამავე დროს უჭკუო ერი მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს უპირისპირდება და ბოლო სიტყვებით აგინებს.

ამ ვითარებაში რა გველის ხვალ? რა იქნება საქართველოში უახლოესი 1-2 წელი? გეტყვით რაც - არაფერი. არ იქნება არაფერი განსხვავებული იმისგან რაც გვაქვს დღეს. არ იქნება რუსეთისკენ ფართომასშტაბიანი მოტრიალება - ბორენკამ ჩემზე და თქვენზე კარგად იცის, რა დაუცველი და უუფლებოა თუნდაც ყველაზე მსხვილი ბიზნესი პუტინის იმპერიაში. ერთი მხრივ. -მას სანქციებით ურტყამს დასავლეთი, მეორე მხრივ - მკაცრად აკონტროლებს და წეწავს თავისივე ხელისუფლება.

დასავლური სანქციების შემოღების შემთხვევაში ბორენკას პუტინის ფინანსური დახმარების იმედი ვერ ექნება - რა დროს ბორენკაა, პუტინის კაბინეტთან ხელგაშვერილები რიგში დგანან თავისი ზვიგენები - აბრამოვიჩი, ფრიდმანი, ავენი, ევტუშენკოვი, პოტანინი, დერიპასკა, და ა.შ. ბორენკასთვის ამ დროს არავის სცალია.

ამიტომაც რუსეთის მიმართ გაგრძელდება ორ სკამზე ჯდომის და არგაღიზიანების პოლიტიკა. თუმცა. წინსვლა არც დასავლეთის მიმართულებითა მოსალოდნელი - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება ბორენკას და მისი კოოპერატივისთვის 2024 წელს ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასი იქნება. ის ამ პუნქტებს არავითარ შემთხვევაში არ შეასრულებს. უკეთეს შემთხვევაში შესრულების ილუზიას შექმნის, როგორც ამას აკეთებდა მისი იდეური წინამორბედი - შევარდნაძის ხელისუფლება.

ასე გაქაჩავს რამდენიმე თვეს, მერე კი... მერე ისევ რაიმე ტრიუკს მოიფიქრებს.

ან მოჯადოებული წრის დასრულება ისევ და ისევ ქართველო ხალხის სელშია - 20 ივნისს თქვენ თითქოს დავინახეთ აზვირთებულ-გაბრაზებული ტალღა, თუმცა, ისიც გავიხსენოთ, რომ არა ერთი ასეთი ამოფრქვევა გვინახია, თუმცა ბორენკა ჯერაც ხელისუფლებაშია.

ეყოფა კი ქართველ ხალხს იმის ძალა და ორგანიზება, ეს მუხტი არათუ არ დაკარგოს, არამედ გაზარდოს და გააძლიეროს - ეს არავინ იცის.

ავტორი, თენგიზ აბლოთია

"ნეიშენ ჯორჯია"

ყველას ნახვა
ყველას ნახვა