ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ირანის სულიერი ლიდერი მოსკოვისა და თეირანის გრძელვადიანი თანამშრომლობის ინიციატივით გამოვიდა

ნახვები: 590 ირანის სულიერი ლიდერი მოსკოვისა და თეირანის გრძელვადიანი თანამშრომლობის ინიციატივით გამოვიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც დღეს, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება, ქვეყნის სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა.

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ოფიციალურ თეირანსა და მოსკოვს სჭირდებათ „სიფხიზლე დასავლური სიცრუის“ წინააღმდეგ და რუსულ-ირანული გრძელვადიანი თანამშრომლობის ინიციატივით გამოვიდა.

უკრაინის საკითხზე საუბრისას, ირანის სულიერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ „ომი სასტიკი და რთული მოვლენაა და ირანს არ ახარებს ის, რომ რიგითი ადამიანები ამით იტანჯებიან“.

რუსეთის პრეზიდენტის აღნიშნული ვიზიტი უკრაინაში დაწყებული რუსული აგრესიის შემდეგ არის პირველი ვიზიტი პოსტსაბჭოთა სივრცის ფარგლებს გარეთ.

ამასთან, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიის შემდეგ თეირანში ასევე გამართა პირველი პირისპირ შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნის, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რათა განეხილა შეთანხმება სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე პროცესებზე და შავი ზღვის უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა