მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ფოთისა და მესტიის მღვდელმთავრებს შეხვდა

ნახვები: 604 კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ფოთისა და მესტიის მღვდელმთავრებს შეხვდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ფოთისა და მესტიის მღვდელმთავრებს შეხვდა.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო და შეერთებული შტატები იზიარებენ რწმენის ძლიერ ტრადიციას, რელიგიური ტოლერანტობის სულისკვეთებასა და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას.

„სამეგრელო-ზემო სვანეთში ელჩი დეგნანი სულიერ წინამძღოლებს შეხვდა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი საელჩოს ღრმა პატივისცემა დაუდასტურა.

ორ ათწლეულზე მეტია, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ქვეყნის უნიკალური კულტურისა და ისტორიის, მათ შორის ხატებისა და ეკლესიების შესანარჩუნებლად.

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი გვესაუბრა მრევლისთვის საჭირბოროტო საკითხებზე სვანეთში, რომელშიც ევროპაში ერთ-ერთი უმაღლესი მუდმივად დასახლებული ქალაქიც შედის. ელჩი დეგნანი ასევე შეხვდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს, რომელსაც ახლახან ნიუ იორკის წმინდა ვლადიმირის სახელობის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიისგან დოქტორის საპატიო ხარისხის მინიჭება მიულოცა და მოისმინა მის საქმიანობაზე, რომელსაც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის რანგში ახორციელებს“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა