ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შარლ მიშელი - მსოფლიოში სასურსათო კრიზისზე ბრალეულობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება

ნახვები: 613 შარლ მიშელი - მსოფლიოში სასურსათო კრიზისზე ბრალეულობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება

მსოფლიოში სასურსათო კრიზისზე ბრალეულობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება, – აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიევში მიმდინარე პირველი ლედების და ჯენტლმენების სამიტზე განაცხადა.

„კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ უკიდურესად დიდ გავლენას ახდენს სასურსათო უსაფრთხოებაზე. რამდენიმე საათის წინ რუსული რაკეტები ოდესისკენ იქნა გაშვებული, უმიზნებდნენ მილიონობით ტონა მარცვლეულს, რომლებიც პორტებშია რუსული ბლოკადის გამო. ეს უზარმაზარ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა მიშელმა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა აფრიკაში, სადაც აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა გამოთქვეს დიდი შეშფოთება რუსეთის ქმედებების შედეგად შექმნილი ვითარების გამო, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს მომავალში.

„მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი არის დამნაშავე ამ კრიზისში. მხოლოდ მას ეკისრება ბრალი მსოფლიოში არსებულ სასურსათო საშიშროებაში. ამიტომ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება“, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

ამასთან, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ზეწოლას რუსეთზე და პარტნიორებთან ერთად გააკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინაში სამხედრო დანაშაულის ჩამდენ ყველა პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა