ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ქალი აღარ ხარ რა, ტფუ, გულისამრევი... პირი მოიწმინდე - კობახიძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

ნახვები: 597 ქალი აღარ ხარ რა, ტფუ, გულისამრევი... პირი მოიწმინდე - კობახიძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

მმართველი გუნდი ჟურნალისტებზე თავდასხმას აგრძელებს. ამჯერად, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარი არხის შეკითხვამ გააღიზიანა.

ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რაზეც კობახიძემ ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს - "გულისამრევი" და "სამარცხვინო".

"არახამია არის არაკაცი. კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგე, ნუ კანკალებ... არ გრცხვენია? შენ ხარ დავით არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი... გადი აქედან.. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა გიღირს ამად? სამარცხვინო ხარ. სამარცხვინო ხარ, ტფუ"- თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტმა მას აუხსნა, რომ ლეგიტიმური კითხვები ჰქონდა და შეურაცხყოფის გარეშე გაეცა პასუხი, რაზეც კობახიძემ ასე უპასუხა:

"ქალი აღარ ხარ რა, ქალის სახე დაკარგე... პირი მოწმინდე, რომ ლაპარაკობ, სირცხვილია. ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი მართლა რა, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს, სააკაშვილს გავხარ პირითაც", - თქვა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა