ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

„სიენენ თურქი“ - ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს რუსეთში „ბაირაქტარის“ წარმოების გახსნა შესთავაზა, თურქულ კომპანიაში კი განაცხადეს, რომ პუტინს უპილოტო თვითმფრინავებს არ მიჰყიდიან

ნახვები: 619 „სიენენ თურქი“ - ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს რუსეთში „ბაირაქტარის“ წარმოების გახსნა შესთავაზა, თურქულ კომპანიაში კი განაცხადეს, რომ პუტინს უპილოტო თვითმფრინავებს არ მიჰყიდიან

თეირანში შეხვედრის დროს, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს რუსეთში „ბაირაქტარის“ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების გახსნა შესთავაზა.

„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა კოლეგებს პარტიის შეხვედრაზე განუცხადა.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ასეთი ქარხანა უკვე არის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და ახლა „ბაირაქტარს“ შეუძლია კიდევ ერთის ქარხნის გახსნა, უკვე რუსეთის ფედერაციაში.

„ბაირაქტარი“ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში წარმოების ხაზის შექმნის პროცესშია. ამავე დროს, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ პუტინს თავის უპილოტო თვითმფრინავებს არ მიჰყიდის.

„თურქეთსა და უკრაინას შორის არის სტრატეგიული ურთიერთობები, განსაკუთრებით ავიაციისა და კოსმოსის სფეროში. თურქეთი მხარს უჭერს უკრაინას შეიარაღებული უპილოტო თვითმფრინავების ტექნოლოგიით. რუსეთში არაფერი გადაგვიტანია და არც განგვითავსებია. ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებდით“, – თქვა ჰალუკ ბაირაქტარმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა