ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი მეინსტრიმული პარტია და გასაგებია, რომ პარტიაში შესაძლოა, არსებობდეს სხვადასხვა მოსაზრება, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია-ნუგზარ წიკლაური

ნახვები: 622 „ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი მეინსტრიმული პარტია და გასაგებია, რომ პარტიაში შესაძლოა, არსებობდეს სხვადასხვა მოსაზრება, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია-ნუგზარ წიკლაური

ნიკა მელიას წერილი მიმართულია იმ ადამიანებისადმი, რომლებიც გულწრფელად ღელავენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო, იმ ტოტალიტარული წნეხის გამო, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება აწარმოებს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“  დიდი მეინსტრიმული პარტიაა და შეიძლება, პარტიაში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი მეინსტრიმული პარტია და სრულიად გასაგებია, რომ ამ პარტიაში სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება, არსებობდეს. ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია. მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ყველაფერს აკეთებს, რათა ამ რუსული მმართველობისგან იქნას დახსნილი მიხეილ სააკაავილი. ამასვე გააგრძელებს მომავალში. ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც იარსებებს ამ მიმართულებით, ნებისმიერი აზრთა გაცვლა-გამოცვლა არის სასარგებლო. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ისეთ ადამიანებს, რომელთაც მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი კი არ აქვთ, არამედ პროვოკაციული გარემოს შექმნა. ასეთი ადამიანები არიან ძალიან ცოტა რაოდენობით და ისინი ვერანაირ პოლიტიკურ სურათს ვერ ქმნიან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადრეც ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა, ეს არამც და არამც არ უქმნის საფრთხეს ერთიან კურსს, რომელზეც ფოკუსირებულია პარტია. ეს არის ქვეყნის დემოკრატიზაცია და პოლიტიკური დევნის დასრულება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კითხვაზე: ახლა თუ არის პარტიაში საკითხი, რაზეც ვერ თანხმდებით, წიკლაურმა აღნიშნა, რომ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არის.

„არ მგონია, რომ ასეთი საკითხი იყოს. ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, თუმცა გამოითქმება სხვადასხვა მოსაზრება, როგორ არის უმჯობესი, მოხდეს ქვეყანაში ტოტალიტარული მმართველობის დასრულება, ოლიგარქის ჩამოცილება მართვის სადავეებიდან, ანტიევროპული კურსის შეცვლა და იმ რეციდივების აღმოფხვრა, რაც გამოიხატება მედიამფლობელების, პოლიტიკოსების ციხეში გამწესებით“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა