მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ირაკლი კობახიძე - კონსულტაციები დაგვჭირდება ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შემდეგ ვისაუბრებთ ომბუდსმენობის კონკრეტულ კანდიდატებზე

ნახვები: 603 ირაკლი კობახიძე - კონსულტაციები დაგვჭირდება ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შემდეგ ვისაუბრებთ ომბუდსმენობის კონკრეტულ კანდიდატებზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ ისაუბრებენ კონკრეტულ კანდიდატებზე, რომლებიც სახალხო დამცველის თანამდებობისთვის იქნებიან შერჩეული.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოპოზიციასთან ერთად უნდა მიიღონ და მმართველი გუნდი ვერავითარ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მიი\რებს.

„როგორც მოგეხსენებათ, ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ოპოზიციასთან ერთად. 90 ხმა სჭირდება პარლამენტში ამ გადაწყვეტილების მიღებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავითარ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. დაგვჭირდება კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ, ბუნებრივია, ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე. დღეს ვერც ერთ სახელსა და გვარზე ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა