ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ბევრი გვარი იქნება დასახელებული, ვიდრე კანდიდატზე შევჯერდებით, „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის არჩევას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს-მამუკა მდინარაძე

ნახვები: 595 ბევრი გვარი იქნება დასახელებული, ვიდრე კანდიდატზე შევჯერდებით, „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის არჩევას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს-მამუკა მდინარაძე

შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ კარგად ვიცნობ ჩუგოშვილსაც და ხუციშვილსაც. კიდევ ბევრი გვარი იქნება დასახელებული, ვიდრე კანდიდატზე შევჯერდებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა: სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით ჩუგოშვილზე, ხუციშვილზე არის საუბარი. შეგიძლიათ, დაადასტუროთ ეს ინფორმაცია?

მამუკა მდინარაძის თქმით, სახალხო დამცველის არჩევას „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, არამედ ამისთვის საჭიროა კომპრომისი, კონსენსუსი ოპოზიციასთან.

„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ კარგად ვიცნობ ჩუგოშვილსაც და ხუციშვილსაც. კიდევ ბევრი გვარი იქნება. მხოლოდ ეს შემიძლია, გითხრათ, რომ კიდევ ბევრი გვარი იქნება დასახელებული, ვიდრე კანდიდატზე შევჯერდებით. მოგეხსენებათ, ამისთვის 90 ხმა არის პარლამენტში საჭირო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის არჩევას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება კომპრომისი, კონსენსუსი. აქედან გამომდინარე, მარტო ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული. რაც არ უნდა გვარებზე ვილაპარაკოთ დღეს, არ იქნება რეალური ჩემი პასუხი. გვარებზე ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ბევრი კანდიდატი დასახელდება, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენ გარკვეული კონსენსუსის მიღწევა მოგვიწევს ამ მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა