ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ჩვენი განცხადება ვაჩვენეთ ჩვენს კოლეგებს, იმ „ლეგენდარულ ჩათში“ ჩავაგდეთ, მათი მხრიდან გამოხმაურება იყო უარყოფითი-ლევან იოსელიანი

ნახვები: 623 ჩვენი განცხადება ვაჩვენეთ ჩვენს კოლეგებს, იმ „ლეგენდარულ ჩათში“ ჩავაგდეთ, მათი მხრიდან გამოხმაურება იყო უარყოფითი-ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, სამი ნაბიჯია საჭირო, რათა საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალოს.

მისივე თქმით, განცხადებას, რომელიც „მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ ერთობლივად გაავრცელეს, ექვსი დეპუტატი შეუერთდა.

როგორც იოსელიანი ამბობს, არ არსებობს იმის საპირისპირო არგუმენტები, რატომ არ უერთდებიან კოლეგები დაბალ ბარიერს, რატომ არ თვლიან, რომ სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა აღრმავებს პოლარიზაციას და რატომ თვლიან, რომ თუ ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში.

„ჩვენი ხედვა განსხვავებულია ბევრი პოლიტიკოსი კოლეგისგან. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რეალურად მოხდეს პოლიტიკური ცვლილებები და შეიცვალოს პოლიტიკური ტემპერატურა, მნიშვნელოვანია სამი რამ – საარჩევნო ბარიერი იყოს დაბალი და პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ პოლიტიკაში მონაწილეობას აზრი აქვს და პლურალისტური გარემო იყოს. მეორეა – მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდეს. ამ თვალსაზრისით რაღაც მოძრაობა დაიწყო და ამას ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს ძირითადი საყრდენი „ქართული ოცნებისთვის“ და მისგან მტრის ხატის შექმნა აღარ იყოს ნაწილი.

ეს პოლიტიკურ ლანდშაფტს შეცვლის. მესამე ეხება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკაში რეალურად არის ჩართული – უნდოდა, თუ არ უნდოდა, წავიდა თუ ვერ წავიდა პოლიტიკიდან, ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს, გადაწყვეტილებები მიიღოს და აიღოს პასუხისმგებლობა. ეს სამი ნაბიჯია საჭირო, რათა საქართველოში პოლიტიკის კეთების წესები შეიცვალოს და ასევე პოლიტიკური ლანდშაფტი.

ჩვენი ეს განცხადება ვაჩვენეთ ჩვენს კოლეგებს, იმ „ლეგენდარულ ჩათში“ ჩავაგდეთ. მათი მხრიდან გამოხმაურება უარყოფითი იყო, რომ ამ განცხადებას არ შეუერთდებოდნენ. ვინც შეუერთდა, იმ ექვსი დეპუტატის ხელმოწერაა. იმის საპირისპირო არგუმენტები არ არის – რატომ არ უერთდებიან დაბალ ბარიერს, რატომ არ თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა აღრმავებს პოლარიზაციას და რატომ თვლიან, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა