ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იენს სტოლტენბერგი - თუ პუტინი გაიფიქრებს მაინც ისეთ ქმედებებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც რუსეთმა საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაშინ ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება

ნახვები: 615 იენს სტოლტენბერგი - თუ პუტინი გაიფიქრებს მაინც ისეთ ქმედებებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც რუსეთმა საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაშინ ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება

პრეზიდენტი პუტინი თუ გაიფიქრებს მაინც ისეთ ქმედებებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც რუსეთმა საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაშინ ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ვიზიტის დროს გააკეთა.

სტოლტენბერგმა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისთვის ყველაზე სახიფათო მომენტი უწოდა.

„თუ პრეზიდენტი პუტინი თუნდაც გაიფიქრებს მაინც ისეთივე ქმედებებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც რუსეთმა საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაშინ ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ის, რაც მოხდა უკრაინაში, საშინელებაა, მაგრამ გაცილებით უარესი იქნებოდა თუ ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის დაიწყებოდა.

„ჩვენს ინტერესებშია, რომ პუტინის აგრესიული პოლიტიკა წარმატებული არ იყოს“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა