ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბაჩო დოლიძე - როგორც ჩანს, პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარეობს ძალების დატოლების მცდელობა

ნახვები: 615 ბაჩო დოლიძე - როგორც ჩანს, პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარეობს ძალების დატოლების მცდელობა

როგორც ჩანს, პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარეობს ძალების დატოლების მცდელობა, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტების კითხვას, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

როგორც ბაჩო დოლიძე აღნიშნა, გიორგი კალანდარიშვილი ადრე იყო „ქართული ოცნების”ფავორიტი, შესაბამისად, ანუ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოხდა ის, რომ ჩააგდო ეს კანდიდატურა.

„არ ვიცი დანარჩენი ორი კანდიდატი ვინ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ „ქართულ ოცნებასთან“ აფელირდებიან, რადგან ცესკო-ში მათ სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ასი პროცენტით სანდოობას იწვევენ. აქედან გამომდინარე, ახლა „ქართული ოცნება“ ხელახლა გამოაცხადებს კონკურსს. რა განვითარება იქნება ამას ყველაფერს ვნახავთ, თუმცაღა ჩვენთვის მნიშვნელობა იმას კი არ ენიჭება, რომელი კანდიდატია, დავუშვათ ცესკო-ს თავმჯდომარედ წარდგენილი, ჩვენთვის მთავარია, ზოგადად, ინსტიტუციის დამოუკიდებლობა. 12-პუნქტიან რეკომენდაციაში ინსტიტუციების დამოუკიდებლობა არის მთავარი პრიორიტეტი. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ არ აქვს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პირობებში ის, რომ გვქონდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლებიც დამოუკიდებლად საქმიანობენ და არ იღებენ პოლიტიკურ დავალებას, ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი.

ახლა ყველაფერი გამოჩნდება, თუ ჩააგდეს და ხელახლა მოხდა კონკურსის გამოცხადება, ე.ი. ეს ნიშნავს, რომ ძველ კანდიდატზე აქვთ ფსონი დადებული, მეორე მხრიდან სალომე ზურაბიშვილი როგორ იმოქმედებს ყველანი დავინახავთ, ახლა მარჩიელობა არ ღირს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა