ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

თამარ გაბუნია - არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში

ნახვები: 592 თამარ გაბუნია - არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძმღვანელის მოვალეობას დროებით შეასრულებს.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გრძელდება.

„ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გრძელდება. ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნა იქნება დროებით, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის ჩემი საკურატორო ინსტიტუცია და ამდენი ხნის განმავლობაში ასე იყო. მე ახალი დირექტორის გამოვლენამდე დროებით შევასრულებ მოვალეობას. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში და იქნება გადაბარების პროცესი. გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ამირანმა მინისტრთან შეთანხმებით. გაგრძელდება სამუშაო პროცესი, მღელვარების მიზეზი ნამდვილად არ არსებობს.

კითხვაზე, სთხოვა თუ არა ჯანდაცვის მინისტრმა ამირან გამყრელიძეს თანამდებობის დატოვება, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ასეთი თხოვნა არ ყოფილა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა