ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,590 over past day
ADF down 267 out of 295 drones used by Russia to attack Ukraine overnight
SSU exposes FSB agent planning strike on Ukrainian drone repair unit

ნიკა მელია - უსამშობლო ხელისუფლებას სურს, საზოგადოების ნაწილი გმირ ბიჭებს კი არ მიაგებდეს პატივს, არამედ თვითონ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას გლოვობდეს, რომელსაც ამ ბიჭებმა თავი შესწირეს

ნახვები: 640 ნიკა მელია - უსამშობლო ხელისუფლებას სურს, საზოგადოების ნაწილი გმირ ბიჭებს კი არ მიაგებდეს პატივს, არამედ თვითონ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას გლოვობდეს, რომელსაც ამ ბიჭებმა თავი შესწირეს

აგვისტოს ომის დღეებში, როცა ვგლოვობთ და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ვისმა თავგანწირვამაც დღემდე მოგვიყვანა და გვიხსნა რუსის ბატონობისგან, აი, ამ დღეებში, უსამშობლო ხელისუფლებას სურს, რომ საზოგადოების ნაწილი გმირ ბიჭებს კი არ მიაგებდეს პატივს, არამედ თვითონ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას გლოვობდეს, რომელსაც ამ ბიჭებმა თავი შესწირეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიას თქმით, ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა.

„დღევანდელი უსამშობლო კაპიტულანტების, კოლაბორაციონისტების ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს. და ეს ბრალდება კი აღარაა, ფაქტის კონსტატაციაა. სწორედ იმ დღეებში, როცა უნდა ვიხსენებდეთ, თუ როგორ იწერებოდა უდრეკობის, შეუპოვრობის, წინააღმდეგობის ისტორია, დღეებში, რომელიც უნდა გვახსენებდეს, რა გმირობებმა მოიყვანა ქვეყანა დღემდე, რა ვნახეთ ჩვენ გუშინ? ვნახეთ, როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს იმ რუსეთს, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ აქ, 2008 წელს და იბრძვიან ახლა უკრაინაში. ჩვენ ვიხილეთ, როგორ აღმოჩნდა მიხეილ ქამხაძის, გამოცდილი ჯარისკაცის პირადი საქმე, ოკუპანტების ხელში. ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. ეს უმძიმესი ფაქტი უკვე ცხადჰყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი დეტალური ინფორმაცია, რომელიც დასჭირდება ოკუპანტს, თითოეულ საქართველოს მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებზე, აღმოჩნდება მათ ხელში. ეს არ არის ინდივიდის მიერ გაყიდული ინფორმაცია, ეს არ არის ინდივიდუალური ღალატი, ეს არის რუსეთის ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იქცა რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფად. თავდაცვის უწყება, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდეს – უკვე სრულად ქცეულია რუსული სპეცსამსახურების ხელქვეითად, ემორჩილება მათ და აწვდის ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ინფორმაციას, რაც კი მათ სჭირდებათ. ეს მოღალატე, უსამშობლო კოლაბორაციონისტები, მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას კი არ გვაკარგვინებენ და რუსეთის ხელში კი არ გვტოვებენ, მხოლოდ კი არ გვარბევენ და გავრილოვის გამო, თვალებს კი არ გვთხრიან მარტო, არამედ უკვე გვყიდიან. გვყიდიან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გვყიდიან თითოეულ ჩვენგანს და ყველას ერთად. ვიცოდით და ვეჭვობდით, ახლა გვაქვს ფაქტობრივი მტკიცებულებები კონკრეტულ ადამიანებზე. რუსული ოცნების ხელისუფლება ყიდის და ოკუპანტს აბარებს ყველას, ვისაც რუსეთი მტრად მიაჩნია და ყველას, ვინც რუსეთს მის მტრად მიაჩნია.

დიახ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ომმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი, გაყო სამყარო ბნელ და ნათელ მხარეებად, არ დატოვა სივრცე შუალედური პოზიციისათვის. ჩვენმა უსამშობლო, რუსების ახდენილმა ოცნებამაც აირჩია მხარე. დადგნენ სამყაროს, ბნელ მხარეს – თქვეს ხმამაღლა და გამოკვეთით- რომ მათ ოცნებაში არაფერია ქართული. რუსული ოცნების ხელისუფლება, რუსეთს აბარებს ადამიანებს, რომელთაც აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა დაიცვან სამშობლო იქ, სადაც დღეს გადის ბრძოლის ხაზი თავისუფლებისთვის. არსებობს ღირსება, ღირებულებები, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა, გვიხსნა გადაშენებისა და გაცამტვერებისგან. სწორედ ამ ღირებულებებისა და ღირსების დასაცავად იბრძვიან დღეს ჩვენი მებრძოლები და ამ ღირსებას და ღირებულებებს ებრძვის დღეს უსამშობლო რუსული ოცნება, ამ ღირსებას ყიდის და აბარებს ოკუპანტ რუსეთს. რუსეთს აბარებენ ჩვენს ქვეყანას, ქვეყანას, რომელიც საუკუნეთა მანძილზე თავისი ნებით არ დანებებია, არ ჩაბარებია არც ერთ დამპყრობელს. რუსეთის ოცნებას, საქართველოში ახდენა არ უწერია. ტყუილად აქვთ იმედი ამ უსამშობლო კოლაბორაციონისტებს, რომ ვინმე მათსავით სამშობლოსა და ღირსებაზე უარს იტყვის და მათ შეეგუება – რუსეთს და რუსულ ოცნებას. რუსულ ოცნებას ახდენა არ უწერია. ოცნებად დარგჩებათ“, – განაცხადა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა