ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მიხეილ სარჯველაძე - აბსოლუტურად დესტრუქციული იყო ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გადაწყვეტილება, არ ჩაერთონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების სამუშაო პროცესში

ნახვები: 591 მიხეილ სარჯველაძე - აბსოლუტურად დესტრუქციული იყო ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გადაწყვეტილება, არ ჩაერთონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების სამუშაო პროცესში

ოპოზიციამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ზურგი აქცია ჩვენს შეთავაზებას, ერთად გვემუშავა, ჩვენი შეთავაზება იყო აბსოლუტურად თავსებადი და გამომდინარეობდა იმ 12-პუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტიდან, რომელიც გულისხმობდა დეპოლარიზაციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ შექმნილ ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გამონახოს საკუთარ თავში ძალა და იმუშაონ ერთად ყველა დაპირისპირებული მოსაზრების მქონე ადამიანებმა.

„ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად კონსტრუქციული იყო ყველა ნაბიჯი 12-პუნქტიანი გეგმის მიღების შემდეგ. სამწუხაროდ, აბსოლუტურად დესტრუქციული და საპირისპირო მიმართულებით მავალი იყო ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გადაწყვეტილება, რომ არ ჩაერთონ პროცესში, ამით ხელი შეუშალონ და ავნონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას. მათ შორის იმ პუნქტისა, რომელიც გულისხმობს დეპოლარიზაციას. შესაბამისად, მე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოვუნახავ ვერანაირ გამართლებას და ახსნას იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იყო მავნებლური ამ პუნქტების შესრულების პერსპექტივებთან მიმართებაში.

სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გვესმის ერთმანეთის მონაცვლეობით რაღაც ყურით მოთრეული არგუმენტები იმის ასახსნელად, რატომ შეიძლება, გამართლებული და ლოგიკური იყოს ამ შემთხვევაში ცალკე მუშაობა და არშემოერთება ერთობლივი მუშაობის პროცესთან, თუმცა არც ერთ ამ არგუმენტს არ შეიძლება, სერიოზულობასთან ჰქონდეს პრეტენზია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა