ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

უნგრეთმა რუსეთისგან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღება დაიწყო

ნახვები: 618 უნგრეთმა რუსეთისგან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღება დაიწყო

უნგრეთმა რუსეთისგან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქის“ გვერდზე უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ტომაშ მენცერმა გაავრცელა.

მისი თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს მიერ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, „გაზპრომმა“ დაიწყო უნგრეთში უფრო მეტი ბუნებრივი აირის მიწოდება, ვიდე ეს იყო გათვალისწინებული კონტრაქტით.

მენცერის ინფორმაციით, აგვისტოს ბოლომდე გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საშუალებით უნგრეთი დღე-ღამეში დამატებით 2,6 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ ბუნებრივ აირის მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გამოუცხადებელი ვიზიტით ივლისში ჩავიდა, რათა რუსეთისგან დამატებით 700 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებები გაემართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა