ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პაატა მანჯგალაძე - სუბარის, ხუნდაძის, ყაველაშვილისა და მაჭარაშვილის პროფილია დასავლეთის ვითომ „მხილება“ ანტიქართულ საქმეებში, ეს 100 პროცენტით რუსული ჰიბრიდული საინფორმაციო დივერსიაა

ნახვები: 598 პაატა მანჯგალაძე - სუბარის, ხუნდაძის, ყაველაშვილისა და მაჭარაშვილის პროფილია დასავლეთის ვითომ „მხილება“ ანტიქართულ საქმეებში, ეს 100 პროცენტით რუსული ჰიბრიდული საინფორმაციო დივერსიაა

„ქართული ოცნებიდან“ არ წასულან, ისინი არიან საქართველოში რუსული საინფორმაციო დივერსიის აგენტები და წარმომადგენლები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების, „ხალხის ძალის“ წევრების მიერ დღეს გავრცელებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი „ქართული ოცნებიდან“ არ წასულან.

„ისინი ახმოვანებენ „ქართულ ოცნებას“ და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს. მათი პროფილია „ქართულ ოცნებაში“ ამერიკისა და დასავლეთის ვითომ „მხილება“ ანტიქართულ საქმეებში. ეს არის 100%-ით რუსული ჰიბრიდული საინფორმაციო დივერსია, რასაც ეს ადამიანები აწარმოებენ და მე დავარქმევ ამ ჯგუფს სახელს – ესენი არიან საქართველოში რუსული საინფორმაციო დივერსიის აგენტები და წარმომადგენლები. მაშინ, როცა აგვისტოა და სწორედ ამ პერიოდში, 14 წლის წინ რუსეთმა განახორციელა აგრესია, სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, ამ ჯგუფს არ გახსენებია რუსეთი, რუსეთის საწინააღმდეგო არც ერთი განცხადება აქამდე არ გაუკეთებიათ. ჩასაფრებულები არიან და ამერიკის საელჩოს რეკომენდაციაში არ მოეწონათ სიტყვა „უნდა“ და ამბობენ, რომ ამით საქართველოს სუვერენიტეტი იზღუდება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა